სომხური ფეხბურთის ისტორია დაწერილია - მატჩის საუკეთესო მხითარიანის ფინალის შანსი...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ინტერმა" თანაქალაქელი "მილანი" (2:0) დაჯაბნა და ფინალში გასასვლელად სერიოზული ნაბიჯი გადადგა. თუკი სტეფანო პიოლის გუნდმა "ნაპოლის" კონტრშეტევებზე აჯობა და ამით დაამარცხა, ახლა არც ამის მთავარი შემოქმედი რაფაელ ლეაო ჰყავდათ და შესაბამისი საშუალება არც სიმონე ინძაგის გუნდმა მისცა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰენრიკ მხითარიანი აღიარეს.

Sportall.Ge

სომხური მედია ძალიან გახარებულია. მათ ამის საბაბი ნამდვილად აქვთ. ამ ქვეყნის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჰენრიკ მხითარიანმა ჯერ გოლი გაიტანა, რაც აქაურ მოთამაშეს ნახევარფინალში აქამდე ვერ მოუხერხებია. ჰენრიკს საგოლე პასი შესრულებაც შეეძლო,
თუმცა  თურქი ჰაკან ჩალჰანოღლუს დარტყმული ძელს მოხვდა. 34 წლის მხითარიანი მე-7 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გაიტანა.

"ინტერს" ფინალის დიდი შანსი აქვს. რაც შეეხება მხითარიანს. ის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშთან ასე ახლოს პირველადაა. სომეხი ნახევარცველი "შახტარიდან" "ბორუსიაში" მას შემდეგ გადავიდა, რაც დორტმუნდული კლუბი "ბაიერნთან" ფინალში (1:2) დამარცხდა, ამის შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედში", "არსენალსა" და "რომაში" გამოდიოდა.

altპიოლიმ ინძაგისთან დუელი წააგო - "ინტერმა" ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარიერის დასაწყისში,მხითარიანიც სტადიონზე ცხოვრობდა და ვარჯიშის მეტი არაფერი აინტერესებდა.ხვიჩასავით,ისიც ნამდვილი ფანატიკოსია და ასეთი ადამიანის წარმატება,ყოველთვის გამიხარდება.თავისი კარიერით,ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.
სოსო
14:31 11-05-2023
1
ამის კარიერას ვაკვირდებოდი და მართლაც სოლიდურად გამოიყურებოდა.. არანაერი სიმულაცია და არასერიოზულაბა არ შემიმჩნევია, იმიტომაც ითამაშა გრანდებში ბორუსია მანჩესტერი არსენალი რომა ინტერი
papai
16:27 11-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული