"ინტერმა" "მილანს" ისევ სძლია და 13 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ „მილანი“ 1:0 დაამარცხა და 13 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეექვსედ გავიდა ფინალში.

პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ „როსონერი“ უმძიმეს სიტუაციაში იყო, შეუტია და ბრაიმმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა. თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, გარდამავალი უპირატესობით, ტრავმამორჩენილი ლეაო დარმიანის გაექცა, მახვილი კუთხიდან მეკარე ონანასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. საპასუხო იერიშისას მომენტი უკვე „ნერაძურის“ ჰქონდა, როდესაც ჯეკოს გატანა მანიუმ არ დაანება.

შესვენების შემდეგ „ინტერმა“ ზევით აიწია, უფრო პრაგმატული გახდა, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ
აძლევდა, ლაუტარომ გაიტანა და ყველაფერი გადაწყვიტა.

ფინალში „ინტერის“ მეტოქე დღეს „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ შეხვედრაში გაირკვევა.

. "ინტერმა" "მილანს" ამ სეზონში მეოთხეჯერ სძლია - ისტორიაში მეორედ.
. "ინტერის" მეკარე ონანამ ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში კარი რვა შეხვედრაში შეინახა მშრალად.
. "ინტერის" არცერთ ფეხბურთელს აქამდე ამ ტურნირის ფინალში მონაწილეობა არ მიუღია.
. ინძაგი მწვრთნელის რანგში პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში.
. იტალიური კლუბი ბოლო ექვს წელიწადში პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მილანი. „სან სირო“. 75 567 მაყურებელი
ინტერი - მილანი 1:0
გოლი: მარტინესი (74)


მკითხველის კომენტარები / 9 /
ინტერმა მილანს მიუჩინა მისი ადგილი, და ასევე როსონერის აქაურ სექტანტებს. ნაპოლისთან ანტი ფეხბურთი, მსაჯების სიმპატიები თუ ეყოთ არ ეყოთ დიდებულ ტაქტიკოს სიმონე ინძაგისთან და მის ბრწყინვალე ინტერთან. გავრისკავ და ვიტყვი ეს გუნდი ფინალში სუპრიზს შემოგვთავაზებს იქედა ბადიდან შერაცხულ ფავორიტებთან რეალი იქნება ის თუ სიტი. ინტერი გაცილებით ძნელი დასამარხებელია ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, გუნდს სუსტი რგოლი პრაქტიკულად არ აქვს.
Charley
01:02 17-05-2023
5
უეფამ გადაწყვიტა ნაპოლის გამოგდება ლიგიდან რადგან არ აწყობთ ნაპოლის ჩემპიონობა. მაგიტომ გაათრიეს მსაჯებმა ეს მათხოვარი მილანი. დე ლაურენტისიც ამას იძახის
Lukaku.9
06:50 17-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული