ანჩელოტი: ასე წაგება მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" ნამატჩევს (0:4) კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. მათ თავიდანვე ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელეს და ამან იმუშავა. შეტევების დაწყება გვიჭირდა, ისინი კი დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება რთული იყო. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ახლა შეფასების მიცემას აზრი არ აქვს. ასე წაგება მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული, თუმცა ასეთები ხდება ხოლმე.

გადიხარ ნახევარფინალში, ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდები, მარცხდები და ფინალის გარეშე რჩები. არა უშავს, გაკვეთილად უნდა მივიღოთ და შემდეგ სეზონში უკეთ ვიასპარეზოთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გვარდიოლას მივულოცე, ვინაიდან მისი გუნდი უკეთესი იყო. გასულ წელს მათი ძლევა მოვახერხეთ, წელს - მათ გვაჯობეს. ასეა ფეხბურთი მოწყობილი: ხანდახან შენ მარცხდები", - ციტირებს ანჩელოტის As-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთად აღებულ პრემიერ ლიგის გუნდებზე მეტჯერ აქვს აღებული რეალს ჩემპიონთა თასი თუ ლიგა, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ ვინ უფრო დიდი გუნდია
მამუკა
18 მაისი 2023 21:53
1
რაო "დოღლიგამ" მოუგო რეალს! Ინგლისი ბოლო 20 წელია ნომერ პირველი ლიგაა.
kaxa
18 მაისი 2023 07:24
6
Კი რეალმა მოიგო ლიგა ბევრჯერ მაგრამ მსაჯების დახმარებით. Ასევე რამოსის ბინძური მოქმედებებიტ განსაკუთრებით ლივერპულთან.
kaxa
18 მაისი 2023 12:48
7
ჰოდა ამ ბოლო 20 წელიწადში რამდენჯერ მოიგეთ ლიგა და მარტო რეალმა ცალკეაღებულმა?
ზურა
18 მაისი 2023 12:08
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული