ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" ნამატჩევს (0:4) კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. მათ თავიდანვე ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელეს და ამან იმუშავა. შეტევების დაწყება გვიჭირდა, ისინი კი დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება რთული იყო. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.
ახლა შეფასების მიცემას აზრი არ აქვს. ასე წაგება მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული, თუმცა ასეთები ხდება ხოლმე.
გადიხარ ნახევარფინალში, ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდები, მარცხდები და ფინალის გარეშე რჩები. არა უშავს, გაკვეთილად უნდა მივიღოთ და შემდეგ სეზონში უკეთ ვიასპარეზოთ.