ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "რეალის" 4:0 დამარცხების და ფინალში გასვლის შემდეგ, "მოვისტართან" კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:
"ყოველთვის ფიქრობ, რომ გაუმკლავდები, მაგრამ ასეთ უპირატესობას არ ველოდი. მტკივნეული შეგრძნებებით ვთამაშობდით, რომლებიც გასულ წელს გაგვიჩნდა. წარმოუდგენლად ენერგიულები ვიყავით და ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით.
იმაზე ვფიქრობდი, რაც გასულ წელს კურტუამ გააკეთა. "ოქროს ბურთი" ბენზემას გადასცეს, მაგრამ კურტუასთვის რომ მიეცათ, ესეც სამართლიანი იქნებოდა.
როგორი სეზონი აქვს როდრის! მის გარეშე ასე შორს ვერ გავიდოდით. ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, მაგრამ როდრი საუკეთესო ნახევარმცველად გადაიქცა. არ
ვიცი, არის თუ არა ვინმე მასზე ძლიერი. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფინალში იტალიური გუნდი გველის. იტალიელთათვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე არ ითვლებოდნენ ფავორიტებად. თუმცა, ჩვენ მათთან მოსამზადებლად დრო გვექნება".
ფინალში იტალიური გუნდი გველის. იტალიელთათვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე არ ითვლებოდნენ ფავორიტებად. თუმცა, ჩვენ მათთან მოსამზადებლად დრო გვექნება".
მოკლედ სიტი რომ ბევრად ჯობია ინტერს მაგაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ფეხბურთში არაფერი გამიკვირდება თუნდაც ინტერმა რომ პენალტების სერიით მოუგოს და თასი აიღოს
გვარდიოლამ სპალეტის ჩაურტყა - ფავორიტობა არ მინდაო)
სიტი თამაშით უფრო მაღლა დგას. ინტერის გამარჯვება გამიკვირდება, მაგრამ არ მეწყინება!