გვარდიოლა: დავიღალე. "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ, BBC-სთან კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"დავიღალე. მშვიდად ვარ. გამარჯვების მოპოვება ძნელი იყო. ჩვენს საუკეთესო დონეზე ვერ ვიყავით. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა. თუმცა, "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ტრებლის გაფორმება რთული იყო.

ამ მოვლენის სასტუმროში ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებთ. ორშაბათს მანჩესტერში აღლუმი გაიმართება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს სიტი არ იყო საუკეტესო მაგრამ შედეგი დადო. ინტერს კი ყოჩაღ მაგრად იბრძოლეს
იმერელი
10:30 11-06-2023
0
რითი დაიღალა საინტერესოა,უპრაკონოდ ფულის ხარჯვით? მილიარდები დახარჯეს და მოიგეს ის ტიტული,რომლიდანაც ას მილიონზე ცოტა მეტს გამოიმუშავებენ. სპორტია და ფული არ ადარდებთ,ეს დავიჯერეთ,მარა იმას რა ვუყოთ,როცა ლიგას იგებს გუნდი და მისი ორი კინკილა ფანი არცკი მღერის? ერთი ჩენთი არ შეუსრულებიათ,თავიდან ბოლომდე ჩახადა ინტერის ფანობამ. იმას თქმა რათ უნდა,სიტის ლიგის მოგება ფეხბურთის სირცხვილია,რადგან არაფერი არ აქვს ამ გუნდს,არც ფანობა უვარგა და არც ისტორია აქვს. დიდ ფულს რეალიც ხარჯავს და ბარსაც,ლივერპულსას გადაუხდია დიდი ფული,თუმცა მათ სტადიონზე თუ მიხვალ,სულ სხვა გარემოა და იგრძნობა რო ფეხბურთია იქ მთავარი. სიტიმ დახარჯა დიდი თანხა და ვერ მოიგო,კიდევ დახარჯა და უფრო მეტი ფული ჩაასხა,მაინც ვერ მოიგო და ასე გაგრძელდა მანამდე,სანამ არ მოიგეს. სულ სხვა საქმეა,რამდენად სწორად ხარჯავენ და რანაირად არ არღვევენ უეფას წესებს? იყო შემთხვევა,როცა გამოიჭირეს და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს,მერე უდანაშაულოდ ცნეს და 10 მილიონი გადაახდევინეს,ეს რანაირი ამბავია? სუპერლიგაზე ამბობდა ჩეფერინი,ფეხბურთს კლავსო და სიტის,პსჟ ან ნიუკასლი რას უშვება? უეფა რო მონოპოლისტია ეგ ფაქტია და კორუფციაში იხრჩობა,ფეხბურთი შეიხებს მიყიდეს და ჯიბე გაისქელეს. ცოტა ხანში,ფეხბურთს განადგურება უწერია და დაირღვევა სპორტული პრინციპი. სასწრაფოდ უნდა მოხდეს წესების ცვლილება და კლუბები ვალდებულები უნდა იყვნენ,რომ უფროსი გუნდის წევრების 90% ყავდეთ აკადემიელი ხალხი და სატრანსფერო თანხა არ უნდა იყოს 50 მილიონზე მეტი,ასევე კლუბს არ უნდა ქონდეს უფლება ფეხბურთელს გადაუხადოს იმაზე მეტი ხელფასი,ვიდრე წინა კლუბში ქონდა. მერე ვნახავთ,რა მუღამი გაუჩნდებათ შეიხებს და რამდენად გაქაჩავენ იქ,სადაც მართლა ფეხბურთის ცოდნა მოითხოვება. ეჭვი მაქვს,რომ რადიკალურად შეიცველბა ვითარება და ვიხილავთ ისეთ გუნდებს სათავეში,როგორებიც არიან ბენფიკა,აიაქსი,დინამო ზაგრები,რედბულის,პარმა,ბილბაო და ა.შ. იშვიათად გამოერევიან ლივერპული,ბარსა,ჩელსი. საფრანგეთში კარგი სკოლები აქვთ სხვადასხვა გუნდს,იტალიაც ნომრალური სიტუაცია არის და რაც მთავარია,ისეთ ქვეყნებს ეყოლებათ კარგი გუნდები,როგორებიც არიან საქართველო,უკრაინა,სერბეთი,ხორვატია თავისთავად. აბა,ყოველ წელს გუნდის შემადგენლობა ვცვალო,ვხარჯო ბევრი ფული,სხვა გუნდები ამით გავათახსირო და მერე ძლივს რაღაც მოვიგო,რანაირი ფეხბურთია. თუ სპორტული პრინციპია,მაშინ აკადემიებით დაეჯიბრონ და ყავდეთ მაგარი ხალხი თუ გაზრდიან. პსჟ იყიდა მესი,ნეიმარი და მბაპე,აცოდვილებ ასეთ ფეხბურთელებს და ტანჯავდნენ,ეს რანაირი ფეხბურთია? რატომ უნდა გააფუჭო ფეხბურთელი და არ ათამაშო თავის პოზიცია შეიხის ხუშტურის გამო. მესიც და მბაპე დიდი ეგოს ფეხბურთელები არიან და ერთ გუნდში არ უნდა იყვნენ. ამიტომაც საჭიროა ჩემს მიერ მოყვანილი წესები,თუ არა,ფეხბურთი საყურებელი აღარ იქნება.
ძია ისიდორე
12:17 11-06-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული