ინძაგი: ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა

AutoSharing Option
"ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" 0:1 დამარცხდა. ნამატჩევს მილანური გუნდის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და უნდა ვიამაყოთ. ყველა ფეხბურთელს გადავეხვიე, ისინი ექსტრაორდინალურები იყვნენ, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები და სხვა შედეგს ვიმსახურებდით.

თქვენ ნახეთ ბოლო 25 წუთი. მოჩანდა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასეთი რამ ხდება. მთელი ძალით ვითამაშეთ და ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდით. ვფიქრობ, ასეთი განწყობითა და ორგანიზებულობით მომავალში აქ დავბრუნდებით.

მეტს ვიმსახურებდით, თუმცა მეტოქის წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენ ვიცით, ისინი
ბოლო წლებში ამის მისაღწევად რამდენს შრომობდნენ", - განაცხადა ინძაგიმ Sport Mediaset-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა მხრიდანაც არ უნდა გაანალიზო ბარელას თამაში ნაპოლისთან იანვარში, ყველა გაგებით: კაცური, სპორტული, ქუჩური - ყველა ვარიანტში საცემი იყო. ფინალში ოდნავ მიადებდნენ ფეხს ტერფზე და კივილს ტეხავდნენ, ლამის მოტეხესო! ერთი გადაახვიოს ის თამაში და ნახოს, როგორ ჩაცხეს რამოდენიმეჯერ ხვიჩას მთლიანად მტელი ძალით, როგორ ურტყამდნენ წვივში, რომ არ მოტეხეს - მადლობა უფალს. ამიტომაც, სადაც ბარელა ითამაშებს, იმ გუნდის ანტიგულშემატკივარი ვიქნები, თუნდაც თელავში გადავიდეს სათამაშოდ.
alexandre
13 ივნისი 2023 14:09
0
ინტერი, ათი თავით მაღლა იდგა სიტიზე. იტერი იმსახურებდა გამარჯვებას, უბრალოდ ბედი უნდა ყველაფერს.
გიგა
11 ივნისი 2023 14:38
8
ლაო, ლაო? მილანის ფანი ხარ პაწუკა და ვერ მოინელე რაც სიტიმ უქნა?DDDDDDDDDDD
simartles
11 ივნისი 2023 12:28
14
მასე არ უნდოდა ბურთს მილანის კარში შესვლა ნაპოლისთან დაპირისპირებისას!
ლაშა
11 ივნისი 2023 11:58
0
სიმართლეს

მოსულა! დღეს კვირაა ბანკები დაკეტილი და ხვალ გაძლევ $900 მილიონს და თუ შენმა გაკეთებულმა გუნდმა 3 წელში ლიგა ვერ მოიგო, რესტორანს 10 კაცზე კისრულობ?
G.LA
11 ივნისი 2023 10:34
8
900 მილიონს აძლევ და სამი წლის მერე 10 კაცის პურმარილზე ენიძლავები?)))) და შენ გგონია, რომ მაგ კაცს კიდევ ნახავ? )))
აბა, აბააა..
11 ივნისი 2023 12:51
3
საღოლ ჩაგეთვალააააა :დდდდდდ
სიმართლე
11 ივნისი 2023 11:25
0
რაც კი ფეღბურთს ვუყურებ ამნაირი ბანძი ფინალი.მე ჯერ არმინახავს ყველაზე ცუდი ჩემიონი ყავს ევროპას არც სიტის ქომაგი ვარ არც ინტერის მაგრამ ინტერი უფრო იმსახურებდა ფინალში მოგებას ვიდრე სიტი ასე რომ ევროპას დაუმსაზურებელი ჩემპიონი ყავს!!!!!!!!!900 მილიონი მე მომცენ ტრანსფერებისთვის და უკეთეს გუნდს შევქმნი ვისაც გინდათ ნიზლავს დაგიდებთ!!!!!
simartle
11 ივნისი 2023 04:17
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული