"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების შემდეგ გამარჯვება საზეიმო აღლუმზე აღნიშნა. გუნდმა ქალაქში ავტობუსით გაისეირნა და ფეხბურთელებმა მაგრად იხალისეს.
მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სიგარას აბოლებდა, ბრუნო ფერნანდეში შამპანურით გაწუწეს, კაილ უოკერი დათვრა, ყველაზე ძლიერ კი ჯეკ გრილიში მხიარულობდა, რომელიც წვიმიან ამინდში შიშველი იყო და სოციალურ ქსელში სურათი დადო.
გრილიშმა ფოტოს წარწერაც დაურთო: "დადეთ ეს ლუვრში".
ამდენ დაფინანსება რომ ჰქონდეს სხვა ნებისმიერ კლუბს ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. ლიგა კი გვარდიოლამ მოაგებინა "ინგლისელებს"!