დღეს, 20 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე გაირკვა.
ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოსახვედრად ყაზახურ "ასტანას" შეხვდება. პირველ მატჩი ყაზახეთში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ბრატისლავის "სლოვანის" მეტოქე "სვიპტ ჰესპერი" (ლუქსემბურგი) იქნება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 11/12 და 18/19 ივლისს ითამაშებენ. ჩვენი გუნდისთვის პირველი ეტაპის გადალახვა მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ წარუმატებლობის შემთხვევაში თბილისელები კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ.
არ ყიდულობს კაი ლეგიონერს ვის რა ზიანს აყენებს ??