ტურნირზე პირველად იასპარეზებს ბერლინის "უნიონი", "ნიუკასლი" კი აქ 2002-03 წლების
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პირველ კალათაში იქნება, როგორც იტალიის ჩემპიონი. ჩვენებურისა და ვიქტორ ოსიმენის დუეტისგან ისევ ბევრს ველით. გასულ სეზონში მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს. აქვე იქნებიან ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი", ტოპ-ჩემპიონატების გამარჯვებულები და ევროპა ლიგის მფლობელი "სევილია".
პირველი კალათა
"მანჩესტერ სიტი"
"სევილია"
"ბარსელონა"
"ნაპოლი"
"ბაიერნი"
პსჟ
"ბენფიკა"
"ფეიენოორდი"
ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც შესაძლოა, "კვარასა" და მის თანაგუნდელებს დაუპირისპირდეს, მადრიდის "რეალია", თუმცა აქ საჩუქარი არავინაა.
მეორე კალათა
"რეალი"
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"ინტერი"
დორტმუნდის "ბორუსია"
"ატლეტიკო"
"ლაიფციგი"
"პორტუ"
"არსენალი"
მესამე და მეოთხე კალათები ჯერ სრულად დაკომპლექტებული არაა და ყველაფერს პლეი-ოფები გაარკვევს. შეგახსენებთ, აქ "ჩემპიონთა გზა" და "ლიგის გზაა". რაც ნამდვილად ვიცით, გერმანული "უნიონი", ფრანგული "ლენსი" და ორი ჩემპიონი მეოთხე კალათაში იქნებიან, 5 გუნდი კი - მესამეში, მათ შორის, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი", ასევე, "ზალცბურგი", "მილანი", "ლაციო" და "ცრვენა ზვეზდა". სამი გუნდის ბედი, თუ რომელ კალათაში იქნებიან, 30 აგვისტოს გაირკვევა - "ნიუკასლი", "სელტიკი" და "რეალ სოსიედადი". საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე საინტერესო შეხვედრა მაინც პსვ-სა და "რეინჯერსს" შორისაა (შოტლანდიაში 2:2 ითამაშეს).
პირველი ტური, 19-20 სექტემბერი
მეორე ტური, 3-4 ოქტომბერი
მესამე ტური, 24-25 ოქტომბერი
მეოთხე ტური, 7-8 ნოემბერი
მეხუთე ტური, 28-29 ნოემბერი
მეექვსე ტური, 12-13 დეკემბერი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს, ლონდონში, "უემბლიზე" შედგება.
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]