მესამე ფეხბურთელი "რეალის" ისტორიაში - ლუკა მოდრიჩის მორიგი მიღწევა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "უნიონი" 1:0 დაამარცხა.

ეს მატჩი ისტორიული აღმოჩნდა "სამეფო გუნდის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩისთვის.

ის მადრიდელთა რიგებში გახდა მე-3 ფეხბურთელი, ვინაც ამ კლუბის მაისურით ევროტურნირზე 38+ ასაკში იასპარეზა.

მანამდე ეს მიღწევა 1956 წელს ფერენც პუშკაშმა და 1996 წელს პაკო ბუიომ დააფიქსირეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდრიჩის პასი როდრიგოზე ჩელსის წინააღმდეგ შეუდარებელია იმდენი დრო გავიდა და მაინც დაუვიწყებელია
ლეგენდა!
23 სექტემბერი 2023 18:18
0
ჯერ ერთი პუშკაშმა რეალში თამაში დაიწყო 1958 წელს და და 1956 წელს ოყო 29 წლის ! ნუ ალბათ ციფრებშია შეცდომა 5-6
zura222
22 სექტემბერი 2023 05:36
0
კი 1958 წელს დაიწყო რეალში...31 წლის იყო...40 წლისამ რეალში დაასრულა კარიერა..39 წლის ასაკში 1966 წელს ჩემპიონთა თასიც მოიგო მესამეჯერ
ბუჯანგა
22 სექტემბერი 2023 11:09
0

სიახლეები პოპულარული