მატჩის 71-ე წუთზე, ერთ-ერთი პაუზის დროს, "ბლაუგრანას" ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა მოედანი დატოვა და ამის შემდეგ 9 წუთი კატალონიური გრანდი 10 კაცით თამაშობდა, შემდეგ კი მოედანზე ახალგაზრდა ესპანელის ნაცვლად მარკოს ალონსო გამოვიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ იამალს მუცლის ტკივილები ჰქონდა და აცნობა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.
ერთ-ერთი პაუზის დროს კი იამალს უთხრა, რომ სასწრაფოდ ტუალეტში გასულიყო და მალე დაბრუნებულიყო, მაგრამ
ინფორმაციისთვის, ამ კურიოზული ფაქტის გარდა, ეს შეხვედრა იამალისთვის სხვა მხრივაც გახდა დასამახსოვრებელი. ის 16 წლისა და 83 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.