კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "რეალთან" ბრუნდება - ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ დროს ოცნებობდა!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალი" უკვე მერვედფინალშია და ამასთან შორს არც "ნაპოლი" იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" დღეს, გვიან საღამოს, ჩვენი დროით 23:59 საათზე ითამაშებენ.

"სამეფო კლუბს" საკუთარ მოედანზე აპრილის შემდეგ არ წაუგია და ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვაში გაიმარჯვა. 9 შეხვედრაა, "ლოს ბლანკოსი" იტალიურ კლუბებთან არ მარცხდება, მათ შორისაა 3 ოქტომბრის გამარჯვება (3:2) "სტადიო მარადონაზე". ანჩელოტის გუნდი დაცვაში შესანიშნავია და ეს იმ ფონზე, როცა მეკარე კურტუა და მილიტაო ტრავმირებული არიან.

Sportall.Ge

ნეაპოლელთა ძველ-ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მადრიდის "რეალს" კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მადრიდელებს არაერთი დანაკლისი აქვთ და როტაცია გარდაუვალია. ტრავმირებულების - ვინისიუსის, კამავინგასა და ჩუამენის სიას, ლუკა მოდრიჩიც შეემატა. ბელინგემი და როდრიგო თავს კარგად გრძნობენ. ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა მარცხენა მცველია. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, "კვარამ" და მისმა თანაგუნდელებმა "ბერნაბეუზე" გამარჯვებაზე იფიქრონ!.. ჩვენებური ლეგენდარულ არენაზე, სადაც ერთ დროს თამაშზე ოცნებობდა, პირველად წარდგება. საკმაოდ დიდხნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს პირველივე წუთებიდან ვნახავთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"რეალი": ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, ალაბა, ნაჩო - ვალვერდე, კროოსი, ბ. დიასი - ბელინგემი - როდრიგო, ხოსელუ.

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ჟესუსი - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).

altრა დაგვანახა "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა და სადაა კვარაცხელიას ოპტიმალური პოზიცია...

altმაცარის სიტყვებმა "კვარა" გააგიჟა - ცნობილია, რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის დაწყებამდე ქართველს

მკითხველის კომენტარები / 18 /
რატომღაც მგონია, რომ ჟესუსის ნაცვლად, ნაპოლი ელმასს დააყენებს მარცხნივ... რეალთან ჟესუსის მარცხნივ დაყენება ძალიან სარისკოა და კვარასთვისაც არაკომფორტული.
888
29 ნოემბერი 2023 14:03
1
რეალი--ნაპოლი 3-0
თბილისელი
29 ნოემბერი 2023 12:54
21
ჩემი აზრით გოლის გატანა სულ არაა აუცილებელი ბერნაბეუზე. ესპანელებს ლამაზი თამაშის ყურება უხარიათ. თუ ხვიჩამ თავის სტილში ითამაშა, ლაღად და თავისუფლად, ხო სულ მთლად გააგიჟებს ესპანელებს (რას ქვია ვიღაცა მაგარ ფინტებს აკეთებს და რეალში არ იყოს)...
გივი
29 ნოემბერი 2023 11:25
3
დღეს ნაპოლი მოიგებს თან ფორით
ირაკლი
28 ნოემბერი 2023 17:30
9
Forit tu 4 burtit????
G.G.
29 ნოემბერი 2023 11:04
0
არ ხართ დღეს თქვენ რეალის მომგები და ტყუილა ნუ იჭაჭებით. რეალი დღეს არის ყველაზე მაგარი გუნდი სიტის შემდეგ (მიუხედვად იმისა რომ ბაიერნს ვგულშემატკივრობ). აი ხვიჩა და ნაპოლი შარშანდელის ნახევარიც კი არ არიან და როგორ უნდა მოუგონ რეალს?, ნუ იცით ხოლმე ისეთი სისულელე სტატიის დაწერა რაც უფრო აკნინებს გუნდს. დარწმუნებული ვარ კარვახალი ხვიჩას ფეხს არ გაანძრევინებს (მინიმუმ პირადი მოტივაციაა).
bebe
28 ნოემბერი 2023 15:51
56
დღეს რომ ნაპოლი რომ მოიგებს არ დაიმალო გეთაყვა
baton bebe-s Professor-s
29 ნოემბერი 2023 11:33
2
დამშვიდდი Baby შენი ნერვიულობა არ შეიძლება. :)
bebe-ს
29 ნოემბერი 2023 11:03
2
მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მგონია რომ რეალი მოუგებს მაგ თამაშს პირველ რიგში გამოცდილების ხარჯზე, ნაპოლიში ვისი გამოყოფაც შეიძლება ესენი არიან დი ლორენცო, ლობოტკა, ხვიჩა და ოსიმენი, დანარჩენი რეალის სათადარიგო ფეხბურთელების დონეზეც არ არიან, ფრე თუ ითამაშეხ ესეც დიდი მიღწევა იქნება
მამუკა
28 ნოემბერი 2023 14:00
3
მაცარიმ დაცვის ცენტრში რაჰმანი არ უნდა ათამაშოს-ბევრ შცდომებს უშვებს რაჰმანი, ეგ კი არადა დი ლორენცოც ბევრს სცოდავს დაცვაში. რაჰმანის მაგივრად ჟეზუზი და მარცხენა ფლანგზე ხვიჩას დავახმარდი ელმასსს-მართალია მცველი არაა, მაგრამ ჯანზეა და ირბინოს დაცვიდან ცენტრის ხაზამდე ხოლო წინ ხვიჩამ, მოკლედ მე შემადგენლობას ასეთს დავწერდი
გოლინი-დილორენცო, ჟეზუზი, ნათანი, ელმასი-ლობოტკა, ზელინსკი, ანგისა- პოლიტანო, ისიმენი, კვარა
რას იტყვით ?
inviz9
28 ნოემბერი 2023 13:52
2
ეხ სადააა კიმი
სკარო
28 ნოემბერი 2023 22:16
2
ჟესუსი ნელია, მაგას ოსტიგარდი ჯობია
გიო
28 ნოემბერი 2023 15:45
3
ყველა გამოხმაურება
რეალი 1:2 ნაპოლი
Ზაზა
28 ნოემბერი 2023 12:29
9
ეგრე თუ დებ ტოტალიზატორში ფულს, ვინმე გაჭირვებულს მიეცი ეგ ფული
დავით
28 ნოემბერი 2023 15:36
1
რეალი გასულია და შესაძლოა თავი აღარ გამოიდოს,რაც ნაკლებად მოსალოდნელია,საკუთარ მოედანზე,ნაპოლის კი,უზარმაზარი ხვრელები აქვს,დაცვაში და თუ მათ მოედანზე გადავიდა თამაში,აუცილებლად გაუშვებენ.იმისათვის რომ ეს არ მოხდეს,ტოტალური პრესინგია საჭირო და კიდევ საკითხავია,შესძლებენ თუ ვერა,რეალის საკუთარ ნახევარზე ამოკეტვას(უფრო ვერა).ამავე დროს,ნაპოლის უმძიმესი მატჩები ელის,იტალიის ჩემპიონატში და საკითხავია,რამდენად უღირს,რეალთან თითქმის უიმედო მატჩში,თავის გადადება.მაშინ როცა ბოლო ტურში,ბრაგას სახლში ხვდება და ნებისმიერ შემთხვევაში,მათთან ფრეც გაიყვანს,ჯგუფიდან.მით უფრო,რომ რეალთან ფრეც კი არაფერს ცვლის,ნაპოლისათვის და მხოლოდ მოგების შემთხვევაში ინაღდებენ ჯგუფიდან ვადამდე გასვლას.ამიტომ ველი,რომ ორივე გუნდი,თავისუფლად ითამაშებს და მაინც და მაინც,თავს არ შეაკლავენ ერთმანეთს.ითამაშებენ და რაც გამოვა, გამოვა.
სოსო
28 ნოემბერი 2023 11:35
1
რა გითხრა მალხაზ?ლოგიკურად მსჯელობ.ნებისმიერი ჩვენთაგანი,სწორედ ხვიჩას გამო ვართ, ნაპოლის გულშემატკივრები.მაგან გაიტანოს ორი ბურთი და ვინ ოხერი იტირებს,ნაპოლის გამო,მაგრამ თუ გუნდმა არ იბრძოლა,ვერც ხვიჩა გაიტანს.რეალი ის ჩიტი არ არის,ვიღაცა თავისუფლად აგულაოს,ბერნაბეუზე.დიდი სახელია,აქ გამარჯვება,მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და საკულაოდ,ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თუ უნდათ,სწორედ სკუდეტოზე უნდა დაიხარჯონ,ბოლომდე და არა ამ თამაშში.ხვალეზე დღესვე თუ არ იფიქრე,შესაძლოა ის ხვალეც აღარ იყოს.ამიტომ მგონია,რომ ბოლომდე არ შეასკდებიან.ფეოლასი არ იყოს,ითამაშეთ ნელა ნელა და რაღაცა გამოვაო,აქაც ისე იქნება.გამოვა?კარგია!არ გამოვა და ითამაშებენ იმისათვის,რომ ღირსება არ დაკარგონ.ამ დაცვის პატრონი,ბევრზე ვერ იფიქრებს.შესაძლოა მწვრთნელმა,სწორედ ამ თამაშში სცადოს,დაცვის რაიმე ახალი ვარიანტი,რადგან სწორედ ესაა,ყველაზე უფრო მცირე მნიშვნელობის მატჩი,უახლოეს მომავალში.მერე კი,თითქმის გადამწყვეტი მატჩების დრო დგება,სრული დაძაბვით რომ უნდა ითამაშონ.
სოსო
28 ნოემბერი 2023 18:28
3
რეალის მოგება კლუბის ისტორიის კარგი ფურცელია ძმაო, რომელიც ათ წელიადში ერთხელ შეიძლება მოხდეს, ხოლო მილანელებთან სეზონში ორჯერ და ზოგჯერ ხუთჯერაც შეიძლება მოუწიონ თამაში, მითუმეტეს ჩვენთვის ხვიჩაა მთავარი, ერთი, ორი ბურთი გაუტანოს და გინდ 4:2 წაუგია, მაინც გავა ნაპოლი მერვედფინალში.
ასე რომ წინ კვარა და ნაპოლი. ჰოოდა როგორც იტყვიან: ხვალეზე, ხვალემ იფიქროს.
მალხაზ ჯობავა
28 ნოემბერი 2023 14:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული