ხვიჩას და ვიქტორს გაუცდათ - დღეს "ნაპოლის" გადამწყვეტი მატჩია - რა შემთხვევაში გავლენ მერვედფინალში?

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლასთან ახლოსაა. ამისთვის მათ ბოლო ტურში პორტუგალიურ "ბრაგასთან" ერთბურთიანი მარცხის უფლებაც კი აქვთ. ვალტერ მაცარის გუნდი, მინიმუმ, არწაგებაზე იფიქრებს - დღეს, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე.

ნეაპოლელებს რთული პერიოდი აქვთ და პორტუგალიელებს ზედიზედ სამი წაგებით მასპინძლობენ. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატშიც საშინლად გამოიყურება და გამარჯვება არც უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მოუპოვებიათ. იტალიის მოქმედ ჩემპიონებს პორტუგალიურ გუნდებთან შინ არასდროს წაუგიათ - 4 მოგება, 2 ფრე.

"იუვენტუსთან" მატჩის 72-ე წუთიდან მაცარიმ ტაქტიკა შეცვალა. იმედია, ისინი ახლაც
ასე ითამაშებენ და 3-მცველიან სტრატეგიაში ხვიჩა კვარაცხელია ვიქტორ ოსიმენთან და მეტოქის კართან უფრო ახლოს იქნება. საგულისხმოა, რომ როგორც ქართველი, ასევე ნიგერიელი, შეხვედრას ბოლომდე მზად ვერ ხვდება - ხვიჩას ვირუსის გამო გაუცდა, ვიქტორი კი დაჯილდოებაზე გაემგზავრა. მარიო რუიმ მატჩში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა არავინ იცის, რამდენი წუთით.

შეხვედრას სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება, რომელიც ერთ დროს სკანდალში იყო გახვეული.

altროგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

altოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
Კვარა დღეს გაიბრწყინებს და ყველას დაადუმებს!
Irakli
12 დეკემბერი 2023 21:53
1
რუი რო სანატრელი გახდება
ალეკო
12 დეკემბერი 2023 21:27
1
როგორ მიყვარს არტისტული ჟურნალისტიკა,მხოლოდ ვიქტორი არა,ოსიმენის მამას პატრიკი ჰქვია და ვიქტორ პატრიკევიჩი ან მარტო პატრიკევიჩი მაინც დაუძახეთ :) :)
scorsese
12 დეკემბერი 2023 20:24
4
რა დონის კვერცხი ხარ,რამ დაგაბოღმა მასე.შენს იუვეს მიხედე აჯობებს
ფორცა იუვეს
12 დეკემბერი 2023 19:42
5
ბრაგას დასაკარგი არაფერი აქვს, პორტუგალიური ფეხბურთი კი საკმად კარგ დონეზეა. ბევრი გოლი ბევრი ბარათები
Vito
12 დეკემბერი 2023 15:37
8
ბრაგა მაინც ბრაგააა. მომგები პირველ ტურში მოუგებდა ნაპოლის საკუთარ მოედანზე.
გენო
12 დეკემბერი 2023 20:41
1
უეჭველი მასე იქნება. პლუს კუთხურსაც უწვდის ნაპოლი მინიმუმ 6 ჩაუწოდებს.
გოგა
12 დეკემბერი 2023 19:22
2
ვინც ჩემს მიერ მოგზავნილ ბოტებს გააშაყირებს, ყველას გენდერული სიძულვილი დააბრალეთ და დაბლოკეთ!
არაკეთილსინდისიერი აგენტი
12 დეკემბერი 2023 14:41
3
დღეს ბრაგა 3 ქულას წამოიღებს სამერდეთიდან და ნაპოლის და მის ოქროს ბიჭუნას თავის ადგილს მიუჩენს.
ფორცა იუვე
12 დეკემბერი 2023 14:27
53
ხვიჩას თამადობით დღეს მოიგებს ნაპოლი!
ფორცა იუვესს
12 დეკემბერი 2023 15:53
3
ცოდო ხარ
გიორგი
12 დეკემბერი 2023 15:27
3
ფეხბურთის "ვამპირო პრაფესორებო"! თქვენი "ბრძნული" კომენტარებით, მარტო ხვიჩას კი არა, ყველას მოაბეზრეთ თავი! დღევანდელი თამაში რანაირი ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს, არავის გაქვთ უფლება ხვიჩას პირად ცხოვრებას შეეხოთ მაგ: ცოლის ბრალია ხვიჩას ფორმის დაკარგვა, ხელფას არ უზრდიან, ეზარება და ხალისი დაკარგული აქვს და ასე შემდეგ. უკვე ყველანაირ ზღვარს ხართ გადასულები. ხვიჩა გონიერი და ჭკვიანი ბიჭია და თქვენზე, ჩემზე უკეთ იცის, რა როგორ და რა გააკეთოს! ჩვენი საქმეა ვუყუროთ თამაშებს და ამის მერე, ტაქტიანი და არა შეურაცმყოფელი კომენტარებით ვიჯეროთ გული! ბოლოს: აღარ გაბედოთ და ხვიჩას მეუღლეს შურაცყოფა აღარ მიაყენოთ! რაღა დაგვჩენია, ხვიჩას წარმატება დღევანდელ თამაშში!
ზურა
12 დეკემბერი 2023 14:01
9
როგორ მოიცილებს ფეხბურთელი არაკეთილსინდისიერ აგენტს?
a) მიხვდება, რომ სასაცილო ანაზღაურების მიზეზი არის აგენტის კორუფციული გარიგება ლავრენტისთან;
b) რუს ბიზნესმენების წინააღმდეგ მიღებული სანწქციების თანახმად მის აგენტს ევროპაში მოღვაწეობა აეკრძალება.
ქ. გ.
12 დეკემბერი 2023 13:23
9
რა სისულელეა არაფერიც არ გაუცდა გუშინწინ დარბაზშც დაიტვირთა მერე მოედანზეც ირბინა ცალკემ და გუშინ კი სრული დატვრთით ივარჯიშა ორივე ვარჯიში გუნდთან ერთდ ! ასე რომ სრულ ზადყოფნაშია !
zura222
12 დეკემბერი 2023 12:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული