ვის შეხვდება "ნაპოლი" - კვარაცხელიას გუნდისთვის "სოსიედადი" ყველაზე სასურველია - "მილანი" ევროპა ლიგაზე...

AutoSharing Option
27 სექტემბრის შემდეგ "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და "ბრაგასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიაშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, "კალიარისა" და "ფროზინონესთან" (თასზე). ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, "ბრაგას" კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა
კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კვარას" - მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა... კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლის" იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები - თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: "ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი" (ყველაზე სასურველად გამოიყურება), "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "დორტმუნდი", "ატლეტიკო". სხვა იტალიური კლუბებიდან "ინტერმა" და "ლაციომ" ასევე მეორე ადგილი დაიკავეს, "მილანი" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

მკითხველის კომენტარები / 37 /
მარიო რუი სანატრელი გახდა რაა.. სოსიედადს კიი უეჭვლი მოუგებენ ოღონდ ზეგ..
Vito
16 დეკემბერი 2023 02:58
1
სასწაულებს რატო აკომენტარებთ თქვე კაი ხალხო, სოსიედადი არაა სასურველი და სიტია? რა გერმანულ კლუბებს უგებენ, ბაიერნი აჯობებს სოსიედადს? ბარსელონას და არსენალს მონატრებული აქვთ ლიგა
ზვიადი
15 დეკემბერი 2023 08:44
3
ერთი შენ გესმის ფეხბურთი კიდევ,ვილიარეალმა რომ გამოაგდო ბაიერნი არ გახსოვს?ნახავ როგორ გამოყრიან მაგ გუნდებს და სენსაციებს
პროფესორო
15 დეკემბერი 2023 11:22
1
სოსიედადიო ბიჭო, ალბათ წელს მაგათი თამაში ნანახი არ გაქვთ თორემ ესეთ სისულელეს არ დაწერდით, პირდაპირი მნიშვნელობით ბურთს არ ათხოვებენ ნაპოლის.
მეგრელი
15 დეკემბერი 2023 00:25
3
სოსიედადი?:)))ხუმრობთ ალბათ ,სოსიედადს აქედან სამი გუნდი თუ მოუგებს დიდი გაჭირვებით.. ნაპოლის ორივე თამაშს მოუგებს .. დაიმახსოვრეთ მინიმუმ ნახევარ ფინალს ითამაშებს რეალ სოსიედადი..
berg
14 დეკემბერი 2023 19:56
4
არადა ისე მარტივად გააგდეს ეს სოსიედადი ამ ფორმაში მყოფ ნაპოლს მეორე არ დასჭირდება! შეიძლება ორივე თამაში მოუგოს!!!
მურთო
14 დეკემბერი 2023 18:29
0
რატომაა სოსიედადი ყველაზე სასურველი??..შარშანაც მილანიო სუსტიაო გაუხარდათ კენჭისყრა გვახსოვს სილქნეტზე და ვერაფერი ვერ უყო ნაპოლიმ,საერთოდ გერმანული გუნდები კარგია ნაპოლისთვის მარადონას დროს უეფას თასი რომ მოიგეს გერმანელები დაამარცხეს
profesorebo
14 დეკემბერი 2023 18:05
2
დღევანდელი ნაპოლის ფორმიდან გამომდინარე არავისთან არ აქვს შანსი
გაზაფხულისთვის კი (სიტი/ბაიერნი)-ს გარდა მოდით ლუბოი-დორტმუნდი,ატლეტიკო,სოსიედადი,არსენალი (ბარსა მაინც ბარსაა) მაგრამ თუ ასე გააგრძელეს არც ეგ მყავს გაუვლელი ბარიერი
Gomako
14 დეკემბერი 2023 14:29
2
არსენალს და ატლეტიკოს ბარსელონას შეხვედრა ჯობია ცალსახად
სიმენონი
14 დეკემბერი 2023 15:56
1
გაზაფხულისთვის რა შეიცვლება??
თემო
14 დეკემბერი 2023 15:24
1
ვისაც არ უნდა შეხვდეს, მიდი ხვიჩააა! იკუნტრუშე შე მამმააძაღლო შენა ჯუღელს გაფიცებ ტოო..
კ ო მ ბ ლ ე
14 დეკემბერი 2023 13:28
18
ირონია არსად დაკარგო რა, რომელ ქართველ ფეხბურთელს ყავდა უკეთესი აგენტი და რამდენმა გაიკეთა უკეთესი კარიერა? კალაძე იყო მხოლოდ წარმატებული, ჩაკვე რომ დააღუპინეს ბელგიელებს არ დაგავიწყდეს და არ იყო ჩაკვე ნაკლები ტალანტი. ჯობია ობიექტურები ვიყოთ და ცალსახად რუსი ცუდია და ევროპელი კარგი არ ჭრის, რუბინის და ლოკოს სკოლა რომ არ გაევლო ჩვენ საყვარელ ბიჭს დინამოს და რუსთავის შემდეგ ექნებოდა იტალიის ჩემპიონატში ესეთი წარმატება? ძალიან მეეჭვება.
ლევანი
20 დეკემბერი 2023 12:51
0
კომბლეა!კომბლებსა თლის,ჭერში აწყობს...უკვე ძალიან დიდი ხანია,კომბლეს ხელობა ეგ არის დ რა გასაკვირია,რომ თვითონაც კომბალს დაემსგავსა?-ხისთავიანია!ერთი თავკომბალა,კომბლეს ერთ ადგილსაც მოუხდებოდა,მერე კი,კომბალიც, აზრზე მოსაყვანად და ცუდი აზრების გამოსაბერტყად.
.
14 დეკემბერი 2023 18:06
2
ყველა გამოხმაურება
ყველაზე მაგრად ნაპოლს აწყობს რომ შეხვდეს წყატუბოს "სამგურალი" ან ხარაგაულის "ჩხერემელა'
კოლორადო
14 დეკემბერი 2023 11:30
13
კიმი დაიბრუნონ ამ ზამთარს და ყველაფერი დალაგდება.
ბმბ
14 დეკემბერი 2023 11:29
10
ნაპოლის აღარც კიმი უშველის და აღარც კიმ ჩენი!
ბმბ-ს
14 დეკემბერი 2023 12:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული