ვის შეხვდება "ნაპოლი" - კვარაცხელიას გუნდისთვის "სოსიედადი" ყველაზე სასურველია - "მილანი" ევროპა ლიგაზე...

AutoSharing Option
27 სექტემბრის შემდეგ "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და "ბრაგასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიაშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, "კალიარისა" და "ფროზინონესთან" (თასზე). ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, "ბრაგას" კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა
კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კვარას" - მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა... კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლის" იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები - თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: "ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი" (ყველაზე სასურველად გამოიყურება), "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "დორტმუნდი", "ატლეტიკო". სხვა იტალიური კლუბებიდან "ინტერმა" და "ლაციომ" ასევე მეორე ადგილი დაიკავეს, "მილანი" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

მკითხველის კომენტარები / 37 /
კვარას არასწორად იყენებს მაძარიც. არაა კვარა ეს სისწრაფეზე მომართული ცხენივით მორბენალი ვინგერი და ამას ვერ ხედავენ ეს ლუზერები. მისი საუკეთესო პოზიციაა ან სექენდზე მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად რომელიც ბურთს უფრო ზემოთ დაელოდება ფლანგზე და იქედან შეიწევა საჯარიმოში გასამწვავებლად ეხლა კი არცერთს არ თამაშობს კვარა ამ ფორმაციაში და იშვიათი გამონაკლისების გარდა მხოლოდ ვერტიკალურად არბენინებენ აუტის ხაზზე ტროლეიბუსივით რაშიც ეფექტურობას კარგავს. ხვიჩა ეხმარება გუნდს გუნდი კი არანაირად ხვიჩას. ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე, რომ ხვიჩას ხარჯზე შექმნილი თავისუფლებით სარგებლობს საშუალო გაქანების პოლიტანო.
შეუძლებელია გინდა ხვიჩას და გინდა ნებისმიერ ერთ ფეხბურთელს დაუყენო გალია სხვა დაცვითი ზონის ოდნავ შემსუბუქების გარეშე.
ფეხბურთელების რაოდენობა არ გეყოფა უბრალოდ. ეგ რომ შეიძლებოდეს 0-0 ან 1-0 მორჩებოდა ყველა თამაში
ელემენტარული, თვალით დააკვირდით პოლიტანო რამდენჯერ იღებს ბურთს სისწრაფეზე და სახით კარისკენ და ხვიჩა რამდენჯერ იღებს.
ასევე, მარტივი ვიზუალით შეაფასეთ რამდენი მეტოქეა ხვიჩას ზონაში და რამდენი პოლიტანოს ზონაში.
პოლიტანოს ზონაში არის სტანდარტული დაცვა: მარცხენა მცველს + საყრდენი ან უკან დახეული ვინგერი (ორივე ერთად იშვიათია).
პოლიტანოს რომ ცოტა მეტი მრავალფეროვნება ქონდეს და ცენტრში შეწევა-დარტყმის გარდა რამე რომ ეხერხებოდეს, ყველა შეტევა სახიფათო იქნებოდა მარჯვენა ფლანგზე, მითუმეტეს დი ლორენცოს არსებობის პირობებში. ოსიმენი რომ ოსიმენია, ისიც კი მარჯვენა ფლანგს უფრო ეხმარება.
დააყენე ელმასი მარცხნივ ხვიჩას ნაცვლად და პოლიტანოს ნებისმიერი ნორმ დაცვა ეროვნული ლიგის მოთამაშედ გადააქცევს. კვარას კი არცერთი თანაგუნდელი ეხმარება სივრცის გამოსათავისუფლებლად მიზეზი მარტივია კლასი არ აქვთ შესაბამისი. გადავიდეს ხვიჩა რომელიმე გრანდში ვარსკვლავებთან და იქ გაუბედოს ვინმემ სამ კაციანი ზღუდეების დაყენება კვარას და კაი ჩიტსაც დაიჭერენ ნაპოლიში კი გამოსდით იმიტომ რომ მარჯვენა ვინგერად და ცენტრალურ ნახევარდაცვაში ლუზერები არიან და ვერ ითვისებენ ხვიჩასაგან ნაჩუქარ სივრცეებს ეს კი ბუნებრივია იციიან მეტოქეებმაც და ყველა ძალებს კვარას გასანეიტრალებლად მიმართავენ.
Charley
14:58 13-12-2023
6
ხვიჩას მიმართ აქ არავინაა უარყოფითად განწყობილი. ყველას გვესმის, რომ უკვე შევიდა ისტირიაში. უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელები ვერ აღწევენ იმ სიმაღლეს, რომელიც მათ ნიჭს შეეფერება.
ქ. გ.
14:10 13-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული