"მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა..." - მაცარი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. კენჭისყრის შემდეგ, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, "ნაპოლის" ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა, მაგრამ ეს გუნდისთვის შესანიშნავი გამოწვევაა.

"კენჭისყრამდე ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რთული მეტოქე გვეყოლებოდა, თუმცა "ბარსელონა" განსაკუთრებულად ძლიერი გუნდია. "ნაპოლისთვის" ეს შესანიშნავი გამოწვევა იქნება", - განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

alt"ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ნაპოლის" ერთი უპირატესობა აქვს - რა თქვა ფედელემ

altკვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის

მერვედფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა მოიგებს ამ თამაშს ბარსას გულშემატკივარი ვარ მაგრამ ნაპოლი გუნდია აი ბარსა კი პატარა ბიჭების გუნდია
ბიქტორი
19 დეკემბერი 2023 14:48
1
საქართველოში იტალიურ ფეხბურთს ყოველთვის მეტი მხარდამჭერი ყავდა ვიდრე ესპანურს.. ბარსა ყოფილა სუსტი და მერე სოსიედადი თურმე.. ბარსელონას სულ რო არავინ ყავდეს მარტო სახელი ეყოფა ნებისმიერ გუნდს მითუმეტეს ნაპოლის.. ხვიჩას გამო თორე ნაპოლის ფეხბურთი არ გაიშვა.. იმედია ბარსაში ან რეალში ითამაშებს კვარა!
berg
19 დეკემბერი 2023 00:40
5
ძლიერი არაა წელს ბარსელონა, ასე რომ შანსი აქვს ნაპოლის
დავით 67
18 დეკემბერი 2023 19:49
3
ნაპოლი ხომ "ანგრევს" ყველას
gia
18 დეკემბერი 2023 22:05
0
ვფიქრობ ცუდი ვარიანტი არ არის, შეიძლება უარესიც ყოფილიყო. ორი თვე აქვს მაცარის წინ რომ გუნდმა თავის თამაში იპოვოს, ბარსელონას რაც შეეხება მაგარი აჭრილია, ნაპოლის პლიუსი ის იქნება რომ ბარსას სტადიონს ის ეფექტი არა აქვს რაც კამპ ნოუს ჰქონდა.ყველაფერი დამოკიდებულია ვინ რა შემადგენლობით მივა გაზაფხულამდე, იმდენად მოხშირდა ტრამვები.შანსები 60/40 ბარსას სასარგებლოდ მაინც.
მამუკა
18 დეკემბერი 2023 18:43
2
შეფარდება 30/70 ზეა. ბარსელონა შემადგენლობოთ სერიოზულად სჯობს ნაპოლის. ნაპოლი შემადგენლობით იტალიის ჩემპიონატის ოთხეულს მიღმაა - ორი კაცის გუნდია (კვარა-ოსი). ძალიან ბევრ კომპონენტში გამართლება და ნაპოლი შემდეგ ეტაპზე გავა.
ალექსანდრე
18 დეკემბერი 2023 19:48
3
სადაც შახტარმა და პორტუმ მოუგო, ნაპოლისაც აქვს კარგი შანსი.
ნუგზარი
18 დეკემბერი 2023 18:02
3
რა მოუგეს,რის მოუგეს? :))) ტოტალიზატორზე თამაშობენ ჯიგრები ...ხო კიდევ საქართველომ ესპანეთს რომ "მოუგო" ამხანაგურში ის არ დაივიწყოთ :)))
:)))
19 დეკემბერი 2023 14:31
1
ანტვერპენმაც:)
bebe
19 დეკემბერი 2023 11:05
0
ყველა გამოხმაურება
ძლიერი კი არა ძალიან მაგრი ვარიანტია (ნუ სისოედადც შეიძლეობა) თუ გავითვალისწინებთ სხვა გუნდებს
სიმართლე
18 დეკემბერი 2023 16:37
1

სიახლეები პოპულარული