შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" კი ტურნირის მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" შეხვდება. დანარჩენი გუნდები ასე დაწყვილდნენ:
პორტო - არსენალი
პსჟ - სოსიედადი
ინტერი - ატლეტიკო
პსვ - დორტმუნდი
ლაციო - ბაიერნი
რეალი - ლაიფციგი