"ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში ხავი შეიძლება გადააყენონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში, შეიძლება ხავის ნაადრევად მოუწიოს "ბარსელონას" მწვრთნელის პოსტის დატოვება.

As-ის ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებული არაა, რომ ხავი სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს წარმატებულად გაუძღვება, მისი გარემოცვა კი სიტუაციის გამოსასწორებლად სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს. ხავის მუშაობის შედეგებით აგრეთვე იმედგაცრუებულია სპორტული დირექტორი დეკო.

ერთი სიტყვით, თუ 1/8-ფინალში "ბარსელონამ" "ნაპოლის" ბარიერი ვერ გადალახა, ხავის სამუშაოს დატოვება მოუწევს.

ამ გუნდების პირველი მატჩი 21 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 12 მარტს ბარსელონაში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყვავმა ყვავს შესჩივლაო, ჩემი შენ გითხარიო, ნუ გეშინია მეც მეშინიაო ... თუ როგორ არი ის
0
ვის სჯერა რომ ნაპოლიმ შეიძლება ბარსა დაამარცხოს?
ვანჩოპე
08:05 13-02-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული