ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„რეალმა“ ბელინგემის გარეშე სტუმრად „ლაიფციგს“ 1:0 სძლია. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით და აგრესიულად შეუტიეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. „სამეფო გუნდმა“ მეტოქის იერიშები მოიგერია და შესვენების შემდეგ ბრაიმ დიასმა დიდებული გოლით დააწინაურა. დარჩენილ დროში გერმანულმა გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ლუნინი და „რეალმა“ გაიმარჯვა.

. ანჩელოტის გუნდმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე მატჩი საერთო ანგარიშით 17:7 მოიგო.
. ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა.
.
როდრიგომ „რეალში“ მეორასედ ითამაშა - 50 გოლი და 36 საგოლე პასი.

„მანჩესტერ სიტიმ“ დანიაში „კოპენჰაგენი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა.

. „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 11 თამაშში საერთო ანგარიშით 32:6 იმარჯვა.
. "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 7 მატჩში 3+ გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
. დე ბრუინმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. წელს მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 7 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე პასია. იქამდე 5 თვე ტრავმის გამო გაუცდა.

ლაიფციგი. „რედ ბულ არენა“. 45 028 მაყურებელი
ლაიფციგი - რეალი 0:1
გოლი: ბრაიმ დიასი (49)

კოპენჰაგენი. „პარკენი“. 35 853 მაყურებელი
კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (10), 1:1 მატსონი (34), 1:2 ბერნარდო სილვა (45), 1:3 ფოდენი (90+2)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 7 მარტს ჩატარდება.

alt"ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში ხავი შეიძლება გადააყენონ

მკითხველის კომენტარები / 14 /
გოლი არ ჩაუთვალეს ისე გიწერიათ გეგონება ჩასათვლელი იყო და არასამართლიანად გაუქმდა!!! ნუ კბენთ ხოლმე რა ამ რეალს!!!
მურთო
14 თებერვალი 2024 03:16
15
არ მოგწონს საქართველო შეგიძლია წახვიდე აქედან არამგონია ვინმეს გული ეტკინოს და გაგიხსენოს :)
jaba
14 თებერვალი 2024 03:07
3
ასე როგორ უნდა გეზიღებოდეს შენი ჯიში, გასაკვირია
მირიან
14 თებერვალი 2024 03:42
3
გოლის გამტანი არ იყო თამაშგარეში ამუშავდნენ ფლორენტინოს მარიონეტები
912
14 თებერვალი 2024 06:16
42
რეალი - ბარსა მინდა ფინალი.. ადრე მარტო რეალს ვბალეშიკობდი, ეხლა ორივეს.. ისეთი სუსტია ბარსა ჩვენი გულშემატკივრობაც სჭირდება!!
სლავა მინდელი
14 თებერვალი 2024 08:14
22
რეალის ზამენის ფეხბურთელმა რაც ქნა, იმის მსგავსს მოახერხებს ოდესმე გაპიარებულის ერთი, თუნდაც კრემონეზესთან? იმაზე საუბარიც არ ღირს, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში და თან ასეთ რთულ მატჩში, რომ არ დაესიზმება ეგეთი..
სასაცილო კი ისაა, რომ მართლა რომ გაუვარდეს რამე ეგეთი - ყარაულის თოფივით, სექტა ოქროს ბურთის გადაცემას მოითხოვს ეგრევე :D კიდევ უფრო სასაცილო კი ისაა, რომ არც ჩვენი სპორტული ჟურნალისტები და არც არავინ, ამ გოლის განსაკუთრებულობას არც კი შეიმჩნევენ და რომ კითხო საფეხბურთო ქვეყანა ვართ და ხალხს ფეხბურთი უყვარს და ესმის.. საქართველოზე უფრო დაბოლილი ქვეყანა არამგონია არსებობდეს სადმე ))
OsimheN1
14 თებერვალი 2024 02:49
67
შეეშვით ხალხო!ოსიმენი მორიელია,რომელიც კუმ ზურგზე შეისვა მდინარეზე გადასაყვანად და მასაც დაგესვლა დაუწყო.რა ქნას?მორიელია!მწერია!არც ტვინი აქვს,არც ჯიგარი,კბენის მეტი არაფერი იცის და რაც იცის,კი აკეთებს იმას.გესლავს ყველას და ყველაფერს.აღმოჩნდება თავისნაირებში,აქ ლაიქებს რომ უწერენ და ახლა ერთმანეთს დაგესლავენ.რა ქნან?მაგათი ჯიში ეგ არის!
სოსო
14 თებერვალი 2024 09:17
2
ბიჭო, ქართველი ხარ ნამდვილად?! ქართულად კი წერ… მინდა , რომ მაგრად გამოგლანძღო, მაგრამ რასაც ვწერ , ჩემთვის ესეც კი დროის ფლანგვაა შენდამი. პარაზიტი არსება ხარ
ხომ ერა
14 თებერვალი 2024 03:49
2
ყველა გამოხმაურება
ფაქტი ერთია..დიდებული გოლი გაიტანა ამ ბიჭმა..და სიტი კოდე რა დიდებულია..წელსსაც ფინალშია ეს გუნდი
კიეზა
14 თებერვალი 2024 15:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული