მბაპეს ბოლტის რეკორდის მოხსნამდე ცოტა დააკლდა - ფრანგის შესანიშნავი მაჩვენებელი "სოსიედადთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მა გასვლაზე "სოსიედადს" 2:1 სძლია, ჯამში 4:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგების ვარსკვლავმა კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, საუკეთესო იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მაჩვენებელიც დააფიქსირა.

მბაპემ 100 მეტრი 10,9 წამში გაირბინა, რითაც ლეგენდარული უსეინ ბოლტის რეკორდს მცირედით ჩამორჩა.

იამაიკელმა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 100 მეტრი 9,58 წამში გაირბინა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
უსაშველოდ ღრმად პატივცემულო მომწოდებელო ინფირმაციისა !
იამაიკელმა მართლაც გაირბინა 100 მეტრი 9.58 წამში, რაც მიახლოებით 10.44 მეტრის გარბენას ნიშნავს ყოველ ერთ წამში. ამხ. მბაპემ კი მისი მახლოებითი 100:10.9=9.175 მ/წმ, მხოლოდ 20 - 25 მეტრის ფარგლებში დააფიქსირა, ანუ წამში 1.265 მეტრით ნაკლები მანძილს დაფარა, რაც იდეალურ შემთხვევაში, 100 მეტრზე 12 მეტრით ჩამორცენას ნიშნავს. პრაქტიკულად კი, ჩამორჩენა 20 მ-ის ფარგლებში ფიქსირდება. ასე რომ, სანამ საიდანღაც რაღაც სისულელეს გადმოწერ, ჯერ კარგად დაფიქრდი (თუ შეგიძლია) და მერე სცადე ჩვენი გაბრიყვება!
დ.დ.
13:04 07-03-2024
0
ყველამ იცით, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, 10,9 წამიდან 9,58 მთელი ატლანტის ოკეანეა! რა თქმა უნდა 10, 9 ფეხბურთელისათვის კარგი შედეგია, მაგრამ 9,58 ეს ევერესტია!
aburjga
10:01 07-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული