მბაპეს ბოლტის რეკორდის მოხსნამდე ცოტა დააკლდა - ფრანგის შესანიშნავი მაჩვენებელი "სოსიედადთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მა გასვლაზე "სოსიედადს" 2:1 სძლია, ჯამში 4:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგების ვარსკვლავმა კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, საუკეთესო იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მაჩვენებელიც დააფიქსირა.

მბაპემ 100 მეტრი 10,9 წამში გაირბინა, რითაც ლეგენდარული უსეინ ბოლტის რეკორდს მცირედით ჩამორჩა.

იამაიკელმა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 100 მეტრი 9,58 წამში გაირბინა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
უსაშველოდ ღრმად პატივცემულო მომწოდებელო ინფირმაციისა !
იამაიკელმა მართლაც გაირბინა 100 მეტრი 9.58 წამში, რაც მიახლოებით 10.44 მეტრის გარბენას ნიშნავს ყოველ ერთ წამში. ამხ. მბაპემ კი მისი მახლოებითი 100:10.9=9.175 მ/წმ, მხოლოდ 20 - 25 მეტრის ფარგლებში დააფიქსირა, ანუ წამში 1.265 მეტრით ნაკლები მანძილს დაფარა, რაც იდეალურ შემთხვევაში, 100 მეტრზე 12 მეტრით ჩამორცენას ნიშნავს. პრაქტიკულად კი, ჩამორჩენა 20 მ-ის ფარგლებში ფიქსირდება. ასე რომ, სანამ საიდანღაც რაღაც სისულელეს გადმოწერ, ჯერ კარგად დაფიქრდი (თუ შეგიძლია) და მერე სცადე ჩვენი გაბრიყვება!
დ.დ.
07 მარტი 2024 13:04
0
სასაცილოები არიან ხანდახან ათას სისულელეს ბოდავენ
გიორგი
08 მარტი 2024 09:12
0
ძლივს გავერკვიე რას წერდით, მაგრამ რომ გავერკვიე აღმოჩნდა რომ მართალი ბრძანდებით
ქორ-პარიკმახერი
07 მარტი 2024 16:32
0
ყველამ იცით, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, 10,9 წამიდან 9,58 მთელი ატლანტის ოკეანეა! რა თქმა უნდა 10, 9 ფეხბურთელისათვის კარგი შედეგია, მაგრამ 9,58 ეს ევერესტია!
aburjga
07 მარტი 2024 10:01
0
მართლაც :) 100 მეტრიან დისტანციაზე 12.11 მეტრია სხვაობა.
შენა
07 მარტი 2024 13:10
0
სრული დილეტანტიზმია,არა?წავიკითხე,მეც ნერვებზე მოვიშალე,დავწერე,რასაც ვფიქრობდი ჟურნალისტზე და ჩემი პოსტი,რა თქმა უნდა დამიბლოკეს.მერე,საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია რას აკეთებს,საქართველოს რეკორდები,როგორი გვაქვსო,დავინტერესდი.აღმოჩნდა,რომ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის მუშაობა,ერთი ფარატინა ქაღალდია,რომელიც არავითარ ინფორმაციას არ გაძლევს.ერთი ოთხგვერდიანი სპორტსმენების სიაა და 2023 წლის შეჯიბრებების ცხრილი.ამ ინტერნეტში დიდად ვერ ვერკვევი,მაგრამ თქვენც სცადეთ,იქნებ ვინმემ მოძებნოს და გამოაქვეყნოს,საქართველოს რეკორდების ცხრილი,მძლეოსნური სახეობების მიხედვით.მე რომ კრიკეტზე,ან სხვა ჩვენთვის სრულიად უცხო სპორტის სახეობაზე მომთხოვონ რაიმეს დაწერა,რა თქმა უნდა სისულელეს დავწერ,ჰო და მძლეოსნობაც ფაქტობრივად სრულიად უცხო,ეგზოტიკურ დისციპლინად იქცა,ჩვენ სინამდვილეში და ახალგაზრდა ჟურნალისტები,უცოდინარობას რომ ამჟღავნებდნენ,მთლად მათი ბრალი ნამდვილად არ არის.კი,გვყავს,ცალკეული სპორტსმენები,მწვრთნელები,მაგრამ მათი მაორგანიზებელი ორგანიზაცია,ანუ ფედერაცია,ისე ჩანს,რომ აღარ მუშაობს,ან თუ მუშაობს,ძალიან ცუდად მუშაობს.
სპორტლ ჯე.თქვენ სპორტული საიტი ხართ და მგონი ვალდებულებიც ხართ,ქართული სპორტის საჭირბოროტო საკითხებზე წეროთ.ჰოდა ამაზე საჭირბოროტო თემას ვეღარ იპოვით.საქართველოში მძლეოსნობის განვითარება,ყველაზე უფრო ფუნდამენტური საკითხია,ახალგაზრდობის ფიზიკური განვითარებისათვის.მძლეოსნობა სკოლებში თუ არ დაბრუნდა,მუდამ შეგვექმნება პრობლემები მოზრდილთა სპორტში,მერე კი,მაღალი მიღწევების მისაღებად.მიჰყევით,ჩაუღრმავდით პრობლემებს,წერეთ მის შესახებ და იქნებ როგორმე გაატოკოთ ის ხალხი,ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია.დაელაპარაკეთ დარჩენილ სპეციალისტებს,აიღეთ თქვენ თავზე ინიციატივა და თქვენი გაკეთებული,თქვენს შვილებსაც სიკეთით მიუბრუნდებათ.ვიღაცის ბოზ ცოლებსა და საყვარლებზე წერას,ეს საქვეყნო საქმე დასძრათ ადგილიდან,ნამდვილად სჯობია.ძნელია?ალბათ ძნელი იქნება,მაგრამ სანამ კიდევ შეიძლება რაიმეს გაკეთება,უნდა გაკეთდეს. მერე,დასაძრავიც შეიძლება აღარაფერი იყოს და ახლიდან დასაწყები გაგვიხდეს.
იმედია,ამას მაინც არ დამიბლოკავთ.
სოსო
07 მარტი 2024 09:15
0
მთლად გულგრილები ნამდვილად არ არიან,ქორო.სხვამ თუ არა,ღვთისავარ ანთაძემ ნამდვილად იცის,რომ მძლეოსნობა,სპორტის ნებისმიერ სახეობაში საბაზო მომზადების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.არ გვეყოლება მძლეოსნობის მწვრთნელები?არასოდეს გვექნება საკმარისი ფიზიკური მომზადება და გამძლეობა.წინა მთავრობამ გაანადგურა სპორტის აკადემია და მაშინდელის შედეგებს,ახლა ვიმკით,სკოლაში სპორტის გაკვეთილები რომ დაარქვეს და ბავშვებს სპორტული ფორმებიც კი აღარ აცვიათ.ინვენტარზე აღარაფერს ვიტყვი.1978 წელს დავამთავრე სკოლა და დარბაზში ტანვარჯიშის,მძლეოსნობის,ძალოსნობის იარაღებიც კი გვქონდა,საჭიდაო ლეიბებზე აღარაფერს ვიტყვი და ფრენბურთის ,ფეხბურთის,კალათბურთის,ხელბურთის ინვენტარზე.გვქონდა ღია სპორტული მოედანი და პატარა,18 მეტრი სიგრძის სპორტული დარბაზი,სადაც გაკვეთილების შემდეგ,სპორტის სხვადასხვა სექციებში ვარჯიშობდნენ ბავშვები.მაშინდელი დარბაზი,დღეს ავარიულ მდგომარეობაშია,ინვენტარი კი,თითქმის განადგურებული და დარბაზის რეაბილიტაციის ნაცვლად,მის დანგრევაზე ლაპარაკობენ,სპორტის მასწავლებელი კი,პატარა გოგოცუნაა,რომელსაც სკოლაში სწავლის დროს,კუთხეში ოყო მიმჯდარი და ერთხელაც კი არ მიუღია სპორტულ აქტიურობაში მონაწილეობა.ისწავლიან სადღაც,აიღებენ პარალელურად სწავლების უფლებას და მზადაა,სპორტის მასწავლებელია.იმ გოგოზე კი არ ვბრაზობ,სისტემაზე ვარ გაბრაზებული,ასეთი კადრების სკოლაში შეშვებას რომ არ გამორიცხავს.არც ბიოლოგია იციან,არც თეორია,არც მეთოდიკა,არც სპორტსმენები არიან,რომ საკუთარი გამოცდილებით ასწავლონ რამე.აღარც სპორტული წრეები მუშაობენ და ბავშვები,რომლებიც ფასიან წრეებში ვერ მეცადინეობენ,მთლიანად წყდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს.მათ შანსი არ აქვთ.თუ ეს საიტი ამ მიმართულებით გააქტიურდება,ყველასათვის სასარგებლო არ იქნება?ამაზე უკეთესს,ვერაფერს გააკეთებენ და დარწმუნებული ვარ,ასეც მოიქცევიან.კაცს,რომელსაც სამშობლო უყვარს,აუცილებლად იფიქრებს და იზრუნებს,მომავალი თაობის ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეზე.ვერც დიდ სპორტში მოიმატებს გამარჯვებები,მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილები თუ ივარჯიშებენ.მასობრიობა,მხოლოდ სკოლაში მიიღწევა და იქიდან უნდა დავიწყოთ.ეს განათლების სამინისტროს გასაკეთებელია.
სოსო
08 მარტი 2024 16:51
0
მეტი საქმე არა აქვთ მძლეოსნობაზე წერონ. როგორც ჯ.ჩარკვიანი იტყოდა ,,სულ წინდაში ჩატანებულ ტუფლის თასმაზე კიდიათ" ამათ ჩვენი მოსაზრებები, მთავარია ნახვები ქონდეთ. იმიტომ რომ ბრბოს ბოზი ვანდა ნარას სექს-სთორები უფრო აინტერესებს ვიდრე თებერვალში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატები, ძალოსნობაში და ჭიდაობებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მძლეოსნობაზე, ან თუნდაც ცურვაზე.
ქორ-პარიკმახერი
07 მარტი 2024 16:39
0
10,5 ადრე კაცებისთვის სპორტის ოსტატის ნორმატივი იყო.
ჟორა
06 მარტი 2024 22:58
1
თითქმის წამნახევარი მცირე ნამდვილად არაა მძლეოსნობაში...11 წამში მეტრეველიც დარბოდა ას მეტრს...და საერთოდ შემტევებს მაღალი სისწრაფე უნდა ჰქონდეთ..
bujanga
06 მარტი 2024 22:35
0
თქვე დალოცვილებო, რა მცირედი, 1 წამი და მითუმეტეს ამ მაჩვენებლით, გაცილებით მეტია ჩამორჩენა, ფაქტიურად ნიშნავს, რომ ოპონენტს, ჩამორჩე დაახლოებით ათი მეტრი და მეტიც... ხოლო მბაპეს მაქსიმალურ სიჩქარეს რაც შეეხება, ვფიქრობ, მას კიდევ მეტი მაღალი სისწრაფით შეუძლია გარბენა...
ვახო...
06 მარტი 2024 17:42
0
არ არის ფანტასტიკის სფერო. მეც დავრბოდი 11 წამში 100 მეტრს აკრეფვას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ყოფილი ფეხბურთელი და სამხედრო ვარ!
გიორგი
07 მარტი 2024 09:21
1
მეტ სისწრაფეს ფეხბურთელი ვერ განავიყარებს, არ არსებობს. ფეხბურთელი მძლეოსანი არ არის! ეგ სხოდუ, გამორბენით გაირბინა, თორე 11 წამიდანაც ვერ გამოვა დიდი ალბათობით, დამიჯერე! 11,1 რ. კარლოსი და წარსულში მიშა მესხი დარბოდა!
ლაშა
06 მარტი 2024 18:25
0
100 მ სპრინტში 1 წამით მეტი დრო ნიშნავს ფინიშთან დახლოებით 10-12 მეტრით ჩამორჩენას. ისე რომ არ ვურჩევდი მბაპეს ბოლტთან გაჯიბრებას.
ზაქრო
06 მარტი 2024 17:35
0
Ise weria vitom wami cotaa mitumetes sprintshi...
L.J .
06 მარტი 2024 17:28
0
10 წამზე უკეთესი დროა აქვს ნაჩვენები 190 სპრინტერს.
https://worldathletics.org/records/all-time-toplists/sprints/100-metres/all/men/senior?page=2
სამართალი
06 მარტი 2024 16:46
1
მართალია! სტატიის ავტორის დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე. როცა არ იცი, ვინმეს შეეკითხე. 10,9 ფეხბურთელისთვის კარგი შედეგია, მაგრამ მძლეოსნისთვის ცუდი! ასე ქალები დარბიან…
ლაშა
06 მარტი 2024 17:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული