RTL-ის ცნობით, აღნიშნული დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში სკანდალური ფაქტი მოხდა. "ლაიფციგის" ფორვარდმა ლუის ოპენდამ მადრიდელთა მცველ დანი კარვახალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ფეხბურთელების ბრძოლის დროს ბელგიელი თავდამსხმელი სარეკლამო ბანერს შეეჯახა, მასთან "ბლანკოსის" უკანახაზელი მივიდა, ფეხზე წამომდგარმა ოპენდამ კი კარვახალს შემდეგი სიტყვები უთხრა - "შენს მეძავ დედას მო***ვ".
"სამეფო გუნდის" მცველმა აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდ დატოვა, ოპენდა კი "ლაიფციგის" მწვრთნელმა მარკო როსემ 77-ე წუთზე შეცვალა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" გავიდნენ - გასაძევებელი იყო თუ არა ვინისიუსი? [VIDEO]