არნახული დაპირება დე ლაურენტისისგან - რამდენს მიიღებს "ნაპოლი" "ბარსელონას" დამარცხების შემთხვევაში?

AutoSharing Option
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც გულუხვობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ძლევის შემთხვევაში სოლიდურ პრემიას დაჰპირდა.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, დე ლაურენტისს ძალიან უნდა „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდეს, 2025 წელს აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს და გუნდს ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს დაჰპირდა.

თუ „ნაპოლი“ 1/4-ფინალში გავიდა, უეფასგან 10.6 მილიონს მიიღებს, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის გაცილებით მეტს.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 12 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თუ დააკვირდით ალეგრის რეაქციას ხვიჩას მიერ გატანილ შედევრზე მისგან სხვას რას უნდა მოელოდე თუ არა არაობიექტურ გამონათქვამებს.კაცი ისე დაიბოღმა ლამის ინფარქტი მიიღო. კარგა ხანს კიდევ იქნება ბურუსში.გაუმარჯოს ხვიჩას.
ფიგუ
08:05 11-03-2024
2
ეს "გაცილებით მეტი " იცით რამდენია? 100 მილიონი. ამიტომაც იკლავს თავს წუწურაქი ლაურენტესი, თორემ მაგას მჟავე პანტას ვერ გააგდებიებს კაცი...
ბესო
21:12 10-03-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული