„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც გულუხვობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ძლევის შემთხვევაში სოლიდურ პრემიას დაჰპირდა.
„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, დე ლაურენტისს ძალიან უნდა „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდეს, 2025 წელს აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს და გუნდს ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს დაჰპირდა.
თუ „ნაპოლი“ 1/4-ფინალში გავიდა, უეფასგან 10.6 მილიონს მიიღებს, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის გაცილებით მეტს.
"ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 12 მარტს გაიმართება.