"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ძალიან უნდა, თავისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონას" ბარიერი გადალახოს, რამეთუ მეოთხედფინალში გასვლისათვის უეფასგან 10.6 მილიონ ევროს მიიღებს და აშშ-ში 2025 წელს ჩასატარებელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობასთან მიაახლოებს, სადაც ყოველ გუნდს მხოლოდ თამაშისთვის 50 მილიონი ევრო ერგება.
ნეაპოლური კლუბის მფლობელი ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ "ბარსელონას" ძლევის შემთხვევაში ბონუსების სახით 10 მილიონს მისცემს. ის გუნდს თვითმფრინავით გაჰყვა, ბარსელონას "ოლიმპიკ ლიუის კომპანისის" (იგივე "მონჟუიკი") სტადიონის გაზონი გულდაგულ შეამოწმა და უცებ თავისი გუნდის ნახევარმცველ მატეო პოლიტანოს მივარდა, რომელიც SKY Sport-ს ინტერვიუს აძლევდა.
El Chiringuito TV-ის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი ძლიერ განერვიულებული იყო, ოპერატორს, რომელიც კამერით ინტერვიუს იღებდა, შეუყვირა და ხელი ჰკრა, რამაც ყველა გააკვირვა. ესპანური მედიის მტკიცებით, დონ აურელიომ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ინტერვიუს მიცემის უფლება მხოლოდ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთვის აქვთ.
პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც უდიდესი საქმე გააკეთეს. ეს მხოლოდდამხოლოდ ( არ ვინმე სხვისი) მისი დამსახურებაა. კაცს ფეხბურთი უყვარს ნაპოლის ყველა თამაშს ესწრება,ნერვიულობს განიცდის, მესამე მწვრთნელი მოიყვანა აგერ, ყველანაირად ცდილობს რომ გუნდი ამოქაჩოს და აქ უსაქმური არაფრის მკეთებელი ხალხი ჭკუას არიგებენ, რჩევებს აძლევენ თავიანთი ცარიელი თავებით. უარეს შემთხვევაში გაღატაკებასაც უსურვებენ. ისწავლეთ კერძო საკუთრების პატივისცემა. ყველას 1 დღეში გამდიდრება როგორ გინდათ? ხვიჩამ 1 სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე, თან არავინ არ იცნობდა მის შესაძლებლობებს და მეორე დღეს გინდოდათ 10 მილიონი დაენიშნათ. ეხლა მან დაამტკიცა რომ მსოფლიო დონეა და 100% დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება გუნდშიც და იტალიაშიც ( თუ დარჩა ან თუ შეძლეს შენარჩუნება).
არ გამომიყვანეს აქ აურელიოს ადვოკატი.
უბრალოდ ბოროტებაა და შემდეგ უსამართლობა წარმატებულ ადამიანს ცუდი უსურვო. არამარტო წარმატებულს საერთოდ არავის ცუდი არ უნდა გაგიხარდეს. ადამიანის აქტიური ცხოვრება 25-30 წელია და ამ წლებსაც თუ ერთმანეთის შუღლსა გინებაში გაატერებ, ჩათვალე რომ არ გიცხოვრია