დებოში ბარსელონაში - დე ლაურენტისი აბობოქრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ძალიან უნდა, თავისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონას" ბარიერი გადალახოს, რამეთუ მეოთხედფინალში გასვლისათვის უეფასგან 10.6 მილიონ ევროს მიიღებს და აშშ-ში 2025 წელს ჩასატარებელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობასთან მიაახლოებს, სადაც ყოველ გუნდს მხოლოდ თამაშისთვის 50 მილიონი ევრო ერგება.

ნეაპოლური კლუბის მფლობელი ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ "ბარსელონას" ძლევის შემთხვევაში ბონუსების სახით 10 მილიონს მისცემს. ის გუნდს თვითმფრინავით გაჰყვა, ბარსელონას "ოლიმპიკ ლიუის კომპანისის" (იგივე "მონჟუიკი") სტადიონის გაზონი გულდაგულ შეამოწმა და უცებ თავისი გუნდის ნახევარმცველ მატეო პოლიტანოს მივარდა, რომელიც SKY
Sport-ს ინტერვიუს აძლევდა.

Sportall.Ge

El Chiringuito TV-ის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი ძლიერ განერვიულებული იყო, ოპერატორს, რომელიც კამერით ინტერვიუს იღებდა, შეუყვირა და ხელი ჰკრა, რამაც ყველა გააკვირვა. ესპანური მედიის მტკიცებით, დონ აურელიომ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ინტერვიუს მიცემის უფლება მხოლოდ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთვის აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხვიჩა მეცოდება თორემ დიდ სიამოვნებით ვუსურვებდი აურელას დიდი ანგარიშით წაგებას რომ მოჯდეს ერთ ადგილას. უსამართლო არსებაა
david
03:20 12-03-2024
12
ძალიან ხშირად,ფეხბურთელებს ეკრძალებათ ინტერვიუს მიცემა,კლუბის ნებართვის გარეშე.ეტყობა ვის შეიძლება მისცენ ინტერვიუ,ეგეც დაკონტრაქტებული აქვს დე ლაურენტისს და როგორც კი დაინახა,იმავე წამს,ყველას დასანახად და გასაგონად აღკვეთა სხვასთან ინტერვიუ.ხვიჩასაც რომ აკრძალული აქვს,კლუბის ნებართვის გარეშე ინტერვიუს მიცემა,მგონი აქ ყველამ იცის.ასე რომ,სიახლე არაფერია!
სოსო
09:24 12-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული