შეხვედრის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
"ძალიან გახარებული ვარ. დიდებულად ვითამაშეთ, გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. უამრავ ასპექტში ვდომინირებდით.
ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის წინ გავედით. ამიტომ "ნაპოლისთან" გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა.
"ბარსა" ბურთითაც და მის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებოდა და ჩვენს ოპონენტს მინიმალური შანსები შევაქმნევინეთ", - განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის
"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]