ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დრამა მადრიდში - ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.

„ატლეტიკომ“ გასვლაზე 0:1 წაგების შემდეგ, სახლში „ინტერს“ ძირითად დროში 2:1 მოუგო, ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერია მადრიდელებმა უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს.

"ინტერი" 2024 წელს პირველად დამარცხდა - აქამდე 14 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და 1 ფრედ დასრულებული.

ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ, მეოთხედფინალში ვერც ერთი იტალიური გუნდი ვერ  გავიდა.


პსვ-სა და „დორტმუნდის“ პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, დღეს კი გერმანულმა გუნდმა 2:0 იმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„დორტმუნდი“ 1/4-ფინალში 2021
წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს - მაშინ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.


მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 69 196
მაყურებელი
ატლეტიკო - ინტერი 2:1 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 დიმარკო (33), 1:1 გრიზმანი (35), 2:1 დეპაი (87)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - პსვ 2:0
გოლები: 1:0 სანჩო (3), 2:0 როისი (90+5)

მეოთხედფინალების ყველა მონაწილე გამოვლინდა: "რეალი", "ბარსელონა", პსჟ, "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ატლეტიკო". კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი ასე თუ ითამაშებს ატლეტიკოს სიმეონე..ფეხბურთი იზეიმებს..ჯიგრიანი.ლაღი..ნამდვილად მაღალი კლასის მწვრთნელია და პლუს გამოჩნდა ლა ლიგის უპირატესობა ყველა ტურნირზე.სამი გუნდი მეოთხედფინალშია..
კიეზა
14 მარტი 2024 20:35
1
იტალიაში საფეხბურთო დონე აშკარად დაქვეითებულია
ალეკო
14 მარტი 2024 14:36
2
ატლეტიკოს გულშემატკივარი არ ვარ. მისი თამაშის სტილი არ მომწონს, თუმცა ვაღიარებ რომ სიმეონე ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელია დღეს(ტაქტიკურად შედეგზე ორიენტირებულად ატლეტიკო საუკეთესოა). ადრე დაცვა ჰყავდა გაუვალი, ახლა შეტევაშიც ძალიან ძლიერია და შეცვლებიც დროულად გააკეთა სიმეონემ. მემფის დეპაი ძალიან მაღალი კლასის ფორვარდია(ზუსტად იმ დროს გამოიყვანა როცა საჭირო იყო) იტალიური კლუბები ისევ ჩარჩნენ. სერია ა აღარ არის ელიტური ლიგა
david
14 მარტი 2024 14:10
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ "სერია ა" ჩემპიონობაც კი არ ნიშნავს ევროპის საშუალო დონეს. ნაპოლი, ინტერი, მილანი სად არიან ეს გუნდები? დახარჯული მილიონებით სახლში, მიირთმევენ პიცას და სპაგეტს :) ფროსიონენს, კალიარის და მონცას ჩხოროწყუც მოუგებს
bebe
14 მარტი 2024 11:01
15
მეგობარო წინაზე 3 ვე ტურინრირის ფინალში იყო იტალირუი გუნდი. ასევე შეგიძლია შეადარო ინგლისის ესპანეთის და გერმანისი გუნდების დახარჯული თანხები ტრანსფერებზე და შემდეგ იტალიურის.
dato
14 მარტი 2024 13:48
2
ვითომ დაუმარცხებელი ინტერი ვანდა მეტროპოლიტანოზე ვანდა ნარასავით მოიხნა გაუმარჯოს ლალი გას
irakli
14 მარტი 2024 09:24
4
ვანდა ნარასავით მოიხსნა და გაუმარჯოს ლალი მოროშკინა მოუხსნელს.
ფაქტი
14 მარტი 2024 12:55
5
სიმეონე ჯიგარი და მგელია. ეს იტალიის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატს გავს დონით ოხონდ კაი დოზით აქვთ პიარი. ულოცავ მადრიდის მთავარ გუნდს გასვლას სრულიAთ დამსახურებულად
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14 მარტი 2024 03:09
32
ჰგავს ხო მაგრად გუშინ მაგალითად თბილისი დინამო გამოვარდა ლიგის მერვედფინალიდან და შარშან ბათუმის დინამომ სიტისთან წააგო ფინალი.
რაბუ
14 მარტი 2024 12:16
4
ხო,ისე გავს,ისე,როგორც ცა და დედამიწა ერთმანეთს...
მინდია
14 მარტი 2024 10:34
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული