ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ბარსამ", რომელსაც Puta უძახეს, პსჟ-ს მოუგო - "ატლეტიკომ" "დორტმუნდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

„ბარსელონამ“ საოცარ შეხვედრაში პსჟ-ს სტუმრად 3:2 სძლია, „ატლეტიკომ“ კი სახლში „დორტმუნდს“ 2:1 მოუგო.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 47 470 მაყურებელი
პსჟ - ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77)

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 68 641 მაყურებელი
ატლეტიკო - დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დე პაული (5),2:0 ლინო (32), 2:1 ალერი (81)

. შეხვედრის დაწყებამდე პარიზელი ფანები სკანდირებდნენ:“ «¡Puta Barça!»“.
. „ბარსამ“ ზედიზედ მეხუთე
გამარჯვება იზეიმა და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია.
. „ბარსელონას“ შემტევი იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში ითამაშა - 16 წლის და 272 დღის.
. მარკინიოსი პსჟ-ში ჩატარებული 436 მატჩით ამ გუნდის რეკორდსმენი გახდა.
. პარიზული გუნდის თავდამსხმელ მბაპეს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
. ამით შეწყდა პსჟ-ის 28-მატჩიანი წაუგებელი სერია.
. "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ალერმა ტურნირზე 13 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
. "ატლეტიკო" სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე არ  დამარცხებულა - 11 მოგება და 6 ფრე საერთო ანგარიშით 20:5.

საპასუხო შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ფეხბურთი მთელი თავისი დიდებულებით - "რეალი" და "სიტი" და "არსენალი" და "ბაიერნი" დროებით დაზავდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეხლა გინდ puta ეძახეთ და გინდ კ... ,კი ამოგდოთ და.
თომა
01:11 11-04-2024
1
გულისამრევი გუნდი გულისამრევი გულშემატკივარი გულისამრევი ქვეყანა თავისი მულტი ეროვნებით
გოგა
01:17 11-04-2024
7

სიახლეები პოპულარული