„ბარსელონამ“ საოცარ შეხვედრაში პსჟ-ს სტუმრად 3:2 სძლია, „ატლეტიკომ“ კი სახლში „დორტმუნდს“ 2:1 მოუგო.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 47 470 მაყურებელი
პსჟ - ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77)
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 68 641 მაყურებელი
ატლეტიკო - დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დე პაული (5),2:0 ლინო (32), 2:1 ალერი (81)
. „ბარსამ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია.
. „ბარსელონას“ შემტევი იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში ითამაშა - 16 წლის და 272 დღის.
. მარკინიოსი პსჟ-ში ჩატარებული 436 მატჩით ამ გუნდის რეკორდსმენი გახდა.
. პარიზული გუნდის თავდამსხმელ მბაპეს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
. ამით შეწყდა პსჟ-ის 28-მატჩიანი წაუგებელი სერია.
. "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ალერმა ტურნირზე 13 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
. "ატლეტიკო" სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა - 11 მოგება და 6 ფრე საერთო ანგარიშით 20:5.
საპასუხო შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება.