"მსაჯმა სეზონი დაგვისრულა" - ხავი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა პსჟ-სთან და გათამაშებას გამოეთიშა. მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო 29-ე წუთზე გააძევა მასპინძელთა გუნდის მცველი რონალდ არაუხო, ხოლო 56-ე წუთზე მწვრთნელ ხავისაც წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხავიმ კომენტარი გააკეთა.

"უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით, ორგანიზებულად ვმოქმედებდით. ასეთ თამაშში წითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებულია. გაძევების მერე სულ სხვა თამაში წავიდა.

რაც უნდა თქვან, გაძევებამ ყველაფერი განსაზღვრა. კაცნაკლულად დარჩენა ძნელია. სამწუხაროა, რომ მთელი სეზონის ნაშრომი მსაჯის
გადაწყვეტილებამ დაგვისრულა. გაძევების აუცილებლობა არ არსებობდა. არბიტრს ვუთხარი, რომ ეს კატასტროფა იყო. მან დაპირისპირება მოკლა, ყველაფერი შეცვალა. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, დუმილი არ შეგვიძლია.

"ბარსა" ისევ ცდის. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ღირსეულად ვიასპარეზეთ, ვიტყოდი - შესანიშნავად", - ციტირებს ხავის "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 17 /
პირველივე ხელის გაშვერაზე ადამიანი არ უნდა გააგდო 20 წუთზე, 20 წუთი რო ყოფილიყო დარჩენილი კი ბატონო. რეალის ან სიტის ფეხბურთელი რო გააგდოს დღეს იგივენაირ ჯარიმაზე არ გაფუჭდება თამაში ამხელა უპირატესობის მისაცემი ჯარიმა არ იყო ნამდვილად. შემტევიც წაქცევაზე იყო ორიენტირებული. მაშინ ნაპოლიზეც დასადაბი იყო 11 მეტრიანი წანა თამაშზე ნაპოლი რატო დაჩაგრეს რაღაც დასახვეწია წესებში წითელი ბარათი 10 ან 20 წუთიანი გაგდებით უნდა ჩანაცვლდეს როგორც რაგბში 1 ხელით მაისურზე შეხებისათვის ამხელა სასჯელი ბევრია. ან შუალედი უნდა იყოს ერთი ბარათი ნარინჯისფერი :-)
farso
15:49 17-04-2024
6
თუ ობიქტურად შევხედავთ გასაგდები იყო მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ბარსას ვგულშემატკივრობ სიმართლე უნდა ვაღიარო არც მისი გამოხტომა იყო სწორი.თუ რაიმის თავი გაქვს თამაშის შემდეგ გაიგდე ფეხქვეშ დამნაშავე. მაგრამ ამ შემთხვევაში მსაჯი მართალია. კი შეეძლო არ გაეძევებინა მაგრამ იქნებოდა სუბიექტური.
სსს
14:31 17-04-2024
2

სიახლეები პოპულარული