პსჟ-ისა და "დორტმუნდის" ნამატჩევს მსაჯმა იტირა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და "დორტმუნდის" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მსაჯმა დანიელე ორსატომ იტირა.

MC Sport-ის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ 48 წლის იტალიელმა ევროტურნირებზე ბოლო შეხვედრაში იმსაჯა და ნამატჩევს თანაშემწეები ამშვიდებდნენ. ის მსაჯის კარიერას ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულებს.

ორსატო 600-ზე მეტ მატჩს, მათ შორის, სერია A-ს 288 თამაშს მოემსახურა, ჩემპიონთა ლიგაზე 55-ჯერ იმუშავა და 2020 წლის 23 აგვისტოს ლისაბონში პსჟ-ისა და "ბაიერნის" ფინალი განსაჯა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგ მსაჯს,საპენსიო არაფერი სჭირს.გარკვეული ასაკის შემდეგ,ასაკოვან მსაჯებს,ახალგაზრდებზე ხშირად შეუმოწმონ მონაცემები და ნორმატივებს თუ აბარებენ,რატომ უნდა იყოს სავალდებულო,პენსიაში გასვლა?
სოსო
23:26 09-05-2024
1
რატო მაინც და მაინც 48 და არა 50 წელია ? ან თუ ფორმაშია და ნორმატივებს ჩააბარებს უფრო დიდხანსაც შეიძლება რომ იმსაჯონ მითუმეტეს გამოცდილებაც აქვთ "ბებერ" მსაჯებს
zura222
19:44 08-05-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული