"ფინალამდე ჩემს ფეხბურთელებს სიგრილეში დავსვამ და..." - რას აცხადებს ანჩელოტი "დორტმუნდთან" მატჩის წინ?

AutoSharing Option
შაბათს, 1-ელ ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "რეალი" "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. მადრიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას მე-15-ედ, "ყვითლები" კი 1997 წლის შემდეგ ტიტულის მეორედ მოგებას შეეცდებიან.

"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "დორტმუნდთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ვართ თუ არა ფავორიტები? ეს საერთოდ არ მაინტერესებს. "დორტმუნდმა" "პარი სენ ჟერმენისა" და "ატლეტიკოს" დამარცხება მოახერხა, ისინი ღირსეული ფინალისტები არიან და მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ.

შაბათს, ფინალამდე, ჩემს ფეხბურთელებს სიგრილეში დავსვამ და თეორიულ ნაწილზე ვისაუბრებთ. მათ მნიშვნელოვან თამაშებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

"დორტმუნდს" ხარისხიანი ფეხბურთელები
ჰყავს. ამიტომ ყურადღება ერთი წამითაც არ უნდა მოვადუნოთ. მათი თამაში განსაკუთრებით პსჟ-სთან მომეწონა. თამაში სახიფათო გუნდთან მოგვიწევს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "რეალისა" და "დორტმუნდის" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯსაც უთხარი ორი სიტყვა სანამ თამაში საიწყება:))
თემო
22:22 28-05-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული