შესვენების შემდეგ გარდასახულმა "რეალმა" "დორტმუნდი" დაჯაბნა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალმა“ „დორტმუნდი“ 2:0 დაამარცხა.

"რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეთხუთმეტედ გახდა, რაც რეკორდია.

პირველ ტაიმში „ბორუსია“ უპირატესობას ფლობდა, „ბლანკოსი“ რამდენიმეჯერ კურტუამ გადაარჩინა, ფიულკრუგის დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ მადრიდული გუნდი გააქტიურდა, საჯარიმოდან კროოსს გატანა კობელმა არ დაანება, შანსი ბელინგემმა ვერ გამოიყენა, ხოლო შემდეგ დორტმუნდელთა კარი კარვახალმა დალაშქრა. „რეალმა“ შეტევები გააგრძელა, ბელინგემმა ვერ გაიტანა, კობელმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, თუმცა მერე ვინისიუსმა გაიტანა და ყველაფერი დაასრულა.

ლონდონი. „უემბლი“
დორტმუნდი - რეალი 0:2
გოლები: 0:1 კარვახალი (74), 0:2
ვინისიუსი (83)

მკითხველის კომენტარები / 25 /
იგივეს დავწერ რაც 2 წლის წინ დავწერე (მცირეოდენი ცვლილებით):
"ვულოცავ სამეფო კლუბის ყველა გულშემატკივარს მორიგ ტრიუმფს!
ვუსამძიმრებ ანტი-რეალისტებს!
P.S. ისე, დორტმუნდი მართლა შემეცოდა"
fani
00:04 03-06-2024
1
ვულოცავ მადრიდის რეალის ყველა გულშემატკივარს!უძლიერესმა გაიმარჯვა!საიტის ადმინისტრაციას ეტყობა რომელი გუნდის ფანები არიან-ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალზე ერთი სტატია დადეს….კომენტარი ზედმეტია
BOSS
20:57 02-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული