მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი ძმობილო - პოლონელი მსაჯები შარში გაეხვნენ

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და რეინჯერსის" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში VAR-ის მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკი, მეორე ასისტენტი კი ტომაშ მუსიალა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისინი პოლიციამ დააკავა.

TVP Sport-ის ცნობით, დღეს ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არბიტრები კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ქალაქ ლიუბლინის ქუჩაში საგზაო ნიშნით ხელში გადაადგილდებოდნენ და სავაჭრო ცენტრისკენ მიემართებოდნენ.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფრანკოვსკის სისხლში ეთანოლის შემცველობა 1.8 პრომილეს შეადგენდა, ხოლო მუსიალასი - 1.7-ს. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი კამილ გოლომბიოვსკი იტყობინება. პოლონელ მსაჯებს ღამის გამოსაფხიზლებელში
გატარება მოუწიათ.

მათ ნაცვლად შეხვედრას ტომაშ კვიატკოვსკი და პაველ მალეცი მოემსახურებიან. პოლონეთის ფეხბურთის კავშირი ინციდენტს შეისწავლის და შეიძლება ფრანკოვსკისთან და მუსიალასთან შრომითი ხელშეკრულებები გაწყვიტოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კი მექნება ეხლა მე 10.0 პრომილე, მაგრამ ფეხებსაც ვერავინ მომჭამს.)))))
თორღვა პაპა
14 აგვისტო 2024 13:50
0
ეტყობა გერმანია-ესპანეთი ამათმა იმსაჯეს
გიო
07 აგვისტო 2024 22:08
0
დგეს დინამო კიევს ვგულшევმატკივრობ კარგი გუნდი იყო ლობანივსკის დროს
მერაბი ბებია
06 აგვისტო 2024 20:29
24
დისლაიქების "ავტორებს"
დაწყნარდით,კორვალოლი მიიღეთ. თქვენი საყვარელი "ზენიტი" და მოსკოვის ცსკა ,დიდი ხანი კიდევ ვერ გამოჩნდებიან ევროპაში.ხოლო კიევის "დინამოს" დონის კლუბი სსრკ -ში არ იყო ( მიუხედავად იმისა რომ რუსები მუდამ ათრევდნენ თავის "ფუტბალისტებს").
Walter White
07 აგვისტო 2024 00:05
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული