ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ბაიერნთან" 2:9 დამარცხების შემდეგ ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი სერგეი იაკიროვიჩი გადააყენეს.
იაკიროვიჩი "დინამოს" გასული წლის აგვისტოში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვნელობით გუნდი ხორვატიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ახლა კი, 6 ტურის მერე, ქვეყნის პირველობაზე 13 ქულით მესამე ადგილზეა.
გუნდის დროებით თავკაცად იკიროვიჩის ყოფილი თანაშემწე სანდრო პერკოვიჩი დანიშნეს.