ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

AutoSharing Option
ახალი ფორმატით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგა გასულ კვირას გაიმართა, კონფერენს ლიგის პირველი ტურის ჩატარების თარიღი კი 2 და 3 ოქტომბერია.

ქართველი სამშაბათს

სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, მხოლოდ ერთი ქართველის გუნდმა ითამაშა და ეს გურამ კაშიას "სლოვანი" იყო. ვლადიმირ ვაისის ბიჭებმა თვით "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლეს და უშანსოდ დამარცხდნენ - 0:4.

როდრის გარეშე დარჩენილმა "სიტიმ" მანამდე ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, თასზე გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდთან." გვარდიოლას გუნდისთვის შეშფოთების საგანი არ არსებობს, რადგან ისინი, ფაქტობრივად, არ მარცხდებიან.

თუკი
"ქალაქელთა" ბიუჯეტი მილიარდ ფუნტზე მეტადაა შეფასებული, სლოვაკთა შემთხვევაში ეს სულ რაღაც 24 მილიონია...

ვაისის გუნდმა "სელტიკთან" მწარე მარცხით დაიწყო, მეორე გამოწვევა კი კიდევ უფრო დიდი იყო. "ჟირონასთან", ზაგრების "დინამოსთან" თუ "შტუტგარტთან" შანსები გაცილებით მეტი იქნება.

Sportall.Ge

ცენტრალური მატჩი სამშაბათს

არსენალი - პსჟ

"არსენალმა" პირველ ტურში "ატალანტასთან" უგოლო ფრე ითამაშა, პირველი სამი ქულისთვის კი სერიოზულ მეტოქეს მასპინძლობდა. რაც შეეხება პსჟ-ს, მათ "ჟირონას" ძლევა საკმაოდ გაუჭირდათ. 2:0 "არსენალის" სასარგებლოდ.

ეს გუნდები მანამდე 2018 წელს შეხვდნენ და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე ლონდონელებმა 5:1 იმარჯვეს. მაშინ 2 გოლი ალექსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა, რომელიც ახლა "ლიონში" გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელია.

მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, უსმან დემბელე არ თამაშობდა. საქმე გარკვეულ კონფლიქტთან გვაქვს. ლონდონელთა მთავარი დანაკლისი მარტინ ოდეგორია.

სამშაბათის სხვა მატჩები

ზალცბურგი - ბრესტი 0:4 ;
შტუტგარტი - სპარტა 1:1;
ბარსელონა - იანგ ბოისი 5:0;
დორტმუნდი - სელტიკი 7:1;
ინტერი - ცრვენა ზვეზდა 4:0;
ლევერკუზენი - მილანი 1:0;
პსვ - სპორტინგი 1:1.

ქართველები დღეს

ირაკლი აზაროვის "შახტარი" კვლავ ადრე ითამაშებს, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქართველს, რთული სათქმელია. დონეცკელები გელზერკირხენის "ფელტინს არენაზე" (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა) "ატალანტას" 20:45 საათზე უმასპინძლებენ. 

პირველ ტურში უკრაინელები ასევე იტლიურ "ბოლონიას" უგოლოდ დაუზავდნენ. გუნდი უკრაინის ჩემპიონატში კარგად ვერ გამოიყურება. რაც შეეხება "შახტარის" ევტოტურნირებს, ბოლო 27 საშინაო (ან ნეიტრალურ მოედანზე) შეხვედრიდან მხოლოდ 8 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ხარკოვში იტალიელებმა (3:0) მოიგეს, მილანში კი "ატალანტა" (1:2) დამარცხდა.

Sportall.Ge

23:00 საათზე ითამაშებს ოთარ კიტეიშვილის "შტურმი", რომელიც ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლებს. გრაცელებმა ფრანგულ "ბრესტთან" წააგეს და თუკი საპლეიოფო ზონაში მოხვედრა სურთ, წარმატების მისაღწევად შედარებით ხელსაყრელი მოწინააღმდეგე ჰყავთ. 

"შტურმი" ავსტრიის ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს და ახლა ეს ოთარ კიტეიშვილი გამარჯვების გოლის (პენალტით) დამსახურებით მოხდა. ოთოს უკვე 3 შედეგიანი დარტყმა და ერთი საგოლე პასი აქვს. ჩვენებური კარგი იყო "ბრესტთანაც", დაცვიდან რამდენიმე ბურთი ამოიტანა და შეტევა წამოიწყო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. 

Sportall.Ge

ცენტრალური მატჩი დღეს

ლილი - მადრიდის რეალი

კილიან მბაპეს ძმა, ითანი, ტრავმირებულია და ძმების დაპირისპირება არ შედგება. რაც შეეხება კილიანს, მას ჩემპიონთა ლიგის მოგების გემო ჯერ არ გაუსინჯავს და ამ გზას ახლა თვით "სამეფო კლუბთან" ერთად დაადგა.

"ლილი" პირველ ტურში "სპორტინგთან" პორტუგალიაში დამარცხდა, მადრიდელებმა კი "შტუტგარტის" წინააღმდეგობა ბოლოს გატეხეს. ენდრიკის გოლი ცოტათი თავხედური და დაუვიწყარი იყო.

უდანაკარგო გუნდები სატურნირო ცხრილში

Sportall.Ge

ოთხშაბათის სხვა მატჩები

20:45 სთ ჟირონა - ფეიენოორდი.

23:00 სთ ასტონ ვილა - ბაიერნი;
ბენფიკა - ატლეტიკო;
დინამო ზაგრები - მონაკო;
ლაიპციგი - იუვენტუსი;
ლივერპული - ბოლონია.

აშკარა აუტსაიდერები
Sportall.Ge

ქართველები კონფერენს ლიგაზე

ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი, 23:00 სთ

კოპენჰაგენი (გიორგი გოჩოლეიშვილი) - იაგიელონია;

შამროკ როვერსი - აპოელი (ლაშა დვალი).

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "სლოვანი" "სიტისთან" განადგურდა - "არსენალმა" პსჟ-ს, "ბაიერმა" კი "მილანს" მოუგო [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღო კაშიამ "სიტისთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 12 /
სხვაგან ხართ, ჩემი აზრით, აი, საერთოდ არაა აქ შეცდომა სიტყვატწყობაში, პირიქით, სწორადაა დალაგებული. არასწორია, მაგალითად, როცა "ამ ევროპის ჩემოიონატზე" ამბობენ, "ევროპის ამ" ასეა სწორი. ყველა საქართველოს მოქალაქეს წერენ და ყველა პარლამენტის წევრს და ეს რატო მოგხვდათ ყურში, თუ ინტრიგანი არ ხართ
ჯონდოს
17:49 02-10-2024
0
სათაურში შეცდომაა. უნდა იყოს: ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგის ლიდერები...
ჯონდო
15:56 02-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული