
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "სლოვანი" სახლში "მანჩესტერ სიტისთან" 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ. მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა:
Sofascore 6.7, flashscore 6.6, Whoscored 6.5.
ბრატისლავური გუნდის რიგებში საუკეთესოდ მეკარე დომინიკ ტაკაჩი აღიარეს. "სლოვანი" ორი ტურის შემდეგ უქულოდაა და 22 ოქტომბერს სტუმრად "ჟირონას" დაუპირისპირდება.