"სუპერლიგის იდეა ისევ ცოცხალია და ყველაფერი მზადაა..."- ლაპორტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კატალონიური კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი საფეხბურთო სელექციონერის თქმით, სუპერლიგის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია.

"თავიდან მეგონა, რომ მეტი ფული გვექნებოდა, თუმცა მეტი მატჩი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა პრესტიჟული ტურნირია, თუმცა ახალი ფორმატისგან ცოტა მეტს ველოდებოდი.

სუპერლიგის იდეა ისევ ცოცხალია, ყველაფერი მზადაა, თუმცა კლუბებთან შეთანხმება უნდა მოვახერხოთ. სუპერლიგისგან კლუბები უდიდეს სარგებელს მიიღებენ.

ტურნირის ფორმატი კი ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ამაზე ყველა მხარემ თანხმობა უნდა განაცხადოს.

სხვათა შორის, უეფა-ს
პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ჰანსი ფლიკის დიდი გულშემატკივარია და "ბარსაში" მისი მოყვანა მომილოცა. ისინი ერთმანეთს პირადად იცნობენ", - განაცხადა ლაპორტამ.

alt"თავს არასდროს იმართლებს და პრობლემებს არ უშინდება" - ლაპორტამ ფლიკზე ისაუბრა

alt"ფლიკი სწორედ მისი წყალობით გვყავს, არაერთი პრობლემა გადაჭრა" - ლაპორტა დეკუთი აღფრთოვანებულია

alt"ნაპოლი" სუპერლიგაში გაწევრიანდა, ინგლისური კლუბები საერთოდ არ მანაღვლებს" - რას აცხადებს ჟოან ლაპორტა?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ აფერისტ მაფიოზას, როგორ უნდა დაუჯეროს ვინმემ?დდდ
ფუ...
17:26 18-10-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული