"გიჟი ხარ!" - ესპანეთში თვლიან, რომ "მილანთან" მატჩში ამ საქციელისთვის ვინისიუსი უნდა გაეგდოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში "რეალი" საკუთარ მოედანზე "მილანთან" 1:3 დამარცხდა. მატჩის 71-ე წუთზე შეხვედრის სლოვენიელმა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა მადრიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორ ვინისიუსს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ბრაზილიელმა რეფერის იუნას მუსასთან თამაშის წესების დარღვევის შემდეგ გიჟი უწოდა და ეს ჟესტიკულაციითაც გააკეთა, რის შემდეგაც გააფრთხილეს.

ცნობილი ესპანელი არბიტრი ედუარდო იტურალდე გონსალესის განცხადებით, ვინისიუსი ამ საქციელისა და სიტყვების გამო უნდა გაეგდოთ.

შეგახსენებთ, რომ 2022/23-წლების სეზონის შემდეგ მადრიდის "რეალი" ზედიზედ 2 შეხვედრაში პირველად დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გააგდებდა კიდეც, ვინის ცრემლების წყევლის რომ არ ᲨეᲨინებოდა
დინამოელი
10:02 07-11-2024
1
ყველამ თავის დანი ალვეშს და ბუსკეცს მიხედოს.
თემო
01:06 07-11-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული