„ლივერპულმა“ ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებაში სახლში „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 15 ქულით ლიდერია. „სამეფო გუნდი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა. მბაპემ და სალაჰმა პენალტები ვერ გამოიყენეს. „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1-ელ დეკემბერს „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.
„დორტმუნდმა“ სტუმრად 3:0 სძლია ზაგრების „დინამოს“ - ტურნირზე 5-დან 4 შეხვედრაში გაიმარჯვა.
„შახტარი“ გასვლაზე პსვ-ს 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 69-ე წუთზე პედრო ენრიკე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და გამარჯვება მოიპოვეს (3:2). დონეცკური გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო იყო. ცნობისათვის, პედრო ენრიკე მის პოზიციაზე თამაშობს.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეალი 2:0
გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (52), 2:0 გაკპო (76)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (61, რეალი), სალაჰი (70, ლივერპული)
ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - იუვენტუსი 0:0
ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ლილი 1:2
გოლები: 0:1 მუკაუ (44), 1:1 ლუკუმი (63), 1:2 მუკაუ (66)
გლაზგო. „სელტიკ პარკი“
სელტიკი - ბრიუგე 1:1
გოლები: 0:1 კარტერ-ვიკერსი (26, საკ. კარში), 1:1 მაედა (60)
ზაგრები. „მაკსიმირი“
დინამო (ზ) - დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გიტენსი (41), 0:2 ბენსებაინი (56), 0:3 გირასი (90)
მონაკო. „ლუი II“
მონაკო - ბენფიკა 2:3
გოლები: 1:0 ბენ-სეგირი (13), 1:1 პავლიდისი (48), 2:1 მარასა (67), 2:2 არტური (84), 2:3 ამდუნი (88)
გაძევება: სინგო (56, მონაკო)
ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - შახტარი 3:2
გოლები: 0:1 სიკანი (8), 0:2 ზუბკოვი (37), 1:2 ტილმანი (87), 2:2 ტილმანი (90), 3:2 პეპი (90+5)
გაძევება: პედრო ენრიკე (69)