უარი ხელის ჩამორთმევაზე - უკრაინელი ტრუბინი რუს გოლოვინს არ მიესალმა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "მონაკომ" საკუთარ მოედანზე "ბენფიკას" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ გუნდების მისალმებისას ლისაბონელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტრუბინმა ცნობილი მიზეზის გამო, მეტოქე გუნდის რუს ნახევარმცველ ალექსანდრ გოლოვინს ხელი არ ჩამოართვა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში გოლოვინმა შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მაინც პორტუგალიელებს დარჩათ.

"ბენფიკამ" 5 ტურის შემდეგ 9 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილს იკავებს. "მონაკო" კი 10 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული