აი, რატომ აირჩია ხვიჩამ პსჟ - რა შემთხვევაში ვნახავთ კვარაცხელიას გუნდს პლეი-ოფში...

AutoSharing Option
პსჟ-ის მატჩებს მას შემდეგ განსაკუთრებით ვაკვირდებით, რაც ამ გუნდის წევრი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერ ქართველის დებიუტი არ შემდგარა. ასე იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, "მანჩესტერ სიტისთან" (4:2) მაგარ შეხვედრაში.

ხშირად უთქვამთ, რომ შიდა ჩემპიონატში არასათანადო კონკურენცია პარიზელებს ევროტურნირზე ცუდ სამსახურს უწევს, რომ ისინი არ არიან მზად, დიდ დაპირისპირებებს გაუძლონ. არადა, "მანჩესტერ სიტისთან" ერთ-ერთი გადამწყვეტი ის აღმოჩნდა, პსჟ-ს ნახევარდაცვა არ იღლებოდა და დროის სვლასთან ერთად ახალ ენერგიას ისრუტავდნენ. თანაც მაშინ, როცა გვარდიოლას თამაშიდან დე ბრუინი და კოვაჩიჩი მოხსნილი ჰყავდა.
ჟოაო ნევეში საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც შევაქეთ. 20 წლის პერსპექტიული ბიჭი "ბენფიკადან" პარიზში მიდის და რა თქმა უნდა, უფრი ძლიერ ჩემპიონატზე ფიქრობს - ესაა, რაც დღეს ენრიკეს გუნდს გამოარჩევს, ახალგაზრდების ვნება და სწრაფვა. გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, ამ გუნდის რიგებს ისინი იცავდნენ, საუკეთესო წლები უკან რომ მოიტოვეს.

პსჟ-ს გახარებული პრეზიდენტი უეფას ხელმძღვანელთან ერთად

Sportall.Ge

ისეთ შეტევაზე ორიენტირებულ გუნდს, როგორიც ახლა კვარაცხელიას ჰყავს, დაცვაში სულ გაუჭირდება. ვნახეთ მარცხნივ მენდეშის პრობლემები, რასაც გრილიშის შემოსვლის შემდეგ მარჯვნივ ჰაკიმის რამდენჯერმე დაჩაგვრაც მოჰყვა. პსჟ ისეა მოწყობილი, დაცვასა და შეტევას შორის არასათანადო ბალანსია. იქნებ ხვიჩა კვარაცხელიას არჩევანიც ამან განაპირობა? - მას სილაღე, კარგი შეტევითი უნარების მქონე თანაგუნდელებთან ერთად "ბურთის გორება" და არა ანტონიო კონტეს თუნდაც შედეგისმომტან ტაქტიკურ დუელებში "თავით გადაშვება" სურს. კი, დაცვაში თამაში აქაც დასჭირდება, თუმცა შუა ხაზის დახმარებით,
შემტევებს მუდმივად საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ტრიალი არ მოუწევთ. შედეგი კარგია, პარიზელებს ლიგის მოგება სურთ, ამის მიუხედავად, სილაღე გულშემატკივრებს ძალიან იტაცებთ, ამა თუ იმ გუნდს ხომ საკუთარი ხელწერა ჩამოუყალიბდა.

რაც შეეხება ხვიჩას შესაძლო პოზიციებს. ქართველს თავისუფლად შეუძლია, გუნდის ტექნიკური მხარე გაამარავალფეროვნოს და ენრიკემ სუპერშემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზოს. აშკარად ჩანს, "კვარა" სამეულს ბარკოლასა და დემბელესთან ერთად შემქნის. შემტევები მუდმივად იმოძრავებენ და ადგილებს გაცვლიან, როგორც ახლა ვხედვავთ. ეგაა, მაინც კარგად ჩანს, ვინ სადაა საუკეთესო. მიუხედავად იმისა, გოლები ცენტრფორვარდის პოზიციიდან გაიტანეს, ბარკოლა მარცნივ აშკარად უფრო პროდუქტიულია, ძალიან სასიამოვნოდ თამაშობს, დემბელე კი - მარჯვნივ. ამ გადანაწილებაში
ჩვენებურმა უფრო მეტი დრო შეტევის იმ წერტილში უნდა გაატაროს, სადაც საკუთარ თვისებებს უკეთ გამოავლენს. კვარაცხელისა და ბარკოლას ერთად თამაში ყველასთვის თვალსასეირო უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს მწვრთნელები იმას აკვირდებიან, მათი ერთნაირი დადებითი მხარეები პრობლემას გუნდურ ბალანსს ხომ არ უქმნის.

ხვიჩა ტრიბუნაზე, მეუღლესთან ერთად. მის დებიუტს შაბათს ვნახავთ

Sportall.Ge

დაველოდოთ, წინ ბევრი კარგი რამ გველის!..

პლეი-ოფი

ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე მოგეხსენებათ. ჯგუფური ეტაპი აღარ არსებობს, პირდაპირ მერვედფინალში სატურნირო ცხრილის პირველი რვა გუნდი გავა. რაც შეეხება 9-24 ადგილებს, ისინი ერთმანეთს 1/16 ფინალში შეხვდებიან და საუკეთესოები მერვედფინალში ითამაშებენ.

რა მდგომარეობაა ახლა? შევეცდებით, მაქსიმალურად მარტივად ავხსნათ - ვისზეც ნამდვილად ვიცით, რომ მერვედფინალში იქნებიან, "ლივერპული" და "ბარსელონაა." გენიალური "შერეკილების" ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, "რა ეშმაკი დოუდგება წინო", ისე უნდა იყოს "არსენალის" (16 ქულა), "ინტერის"(15), "ატლეტიკოსა"(15) და "მილანის"(15) ამბავი. თუ 16 ქულიანებიც, ფაქტობრივად, უკვე მერვედფინალში არიან, 15-ქულიანების შემთხვევაში თეორიული შანსი, რომ ისინი 1/16- ფინალში მოხვდნენ, ჯერ კიდევ არსებობს.

14-ქულიანი "ატალანტა" ბოლო ტურში "ბარსელონას" სტუმრობს, მაგრამ შესაძლოა, იტალიელები 8 საუკეთესო გუნდში მარცხითაც მოხვდნენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში, მათ ბალანსის უპირატესობა ექნებათ, მაგრამ ბერგამოელთა გადასწრებაც არაერთს შეუძლია.

საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელები პარიზულ მატჩს დაესწრნენ

Sportall.Ge

ახლა 13 ქულა "ლევერკუზენს" აქვს და "რვიანს" ის ასრულებს. ეს ის ქულაა, რაც ამ ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი ვერ იქნება. გერმანელები უმოტივაციო და სუსტ "სპარტას" უმასპინძლებენ და საკუთარ საკითხს წესით მარტივად გადაწყვეტენ.

რომელ გუნდებსაც 13 და 12 ქულა გააჩნიათ, მათ 1/16-ფინალის საგზური განაღდებული აქვთ. რაც შეეხება 11 ქულას, ის ზოგიერთ გუნდს პლეი-ოფის წევრად აქცევს, ზოგიერთს კი - ვერა. რადგანაც საქმე, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ეხებოდეს, ეს ნაწილი დეტალურად გავიაროთ.

ნიდერლანდური პსვ-სთვის 11 ქულა უკვე საკმარისია, 1/16-ფინალის წევრად ჩავთვალოთ. ეს ბურთების ბალანსისა და სხვა გუნდების ბოლო ტურში ერთმანეთთან თამაშიდან გამომდინარეა. ამდენივე ქულა აქვს "ბრიუგეს", მაგრამ შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, სხვა შედეგებზეა მიბმული (პსჟ-შტუტგარტი ფრედ არ უნდა დასრულდეს; ბენფიკამ ან სპორტინგმა წააგოს)  - ბურთების უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ და უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ სიტის" შეხვდებიან, რომელსაც 8 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ბელგიურ კლუბს გადაასწრებს. მანჩესტერელები 11 ქულით ყველა შემთხვევაში გავლენ, რადგან თუკი პსჟ და "შტუტგარტი" ფრედ ითამაშებენ, გერმანელებს ბურთების ბალანსით აჯობებენ.

"სიტის" ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება

Sportall.Ge

გვარდიოლას გუნდისგან ყველა გამარჯვებას ელის და ასე უნდა იყოს პსჟ-ს შემთხვევაშიც. ენრიკეს გუნდმა ისეთი შეხვედრა მოიგო, ამ შანსს "შტუტგარტთან" აღარ გაუშვებს. ისე კი, პარიზელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 11 ქულაც (ანუ ფრეც) ეყოფათ. ამით ისინი
სწორედ მათ მომავალ მოწინააღმდეგეს ჩამოიცილებენ, ზაგრების "დინამოს" კი ბურთების ბალანსი კატასტროფული აქვს და თანაც, "მილანს" უნდა შეხვდეს.

რაც შეეხება ირაკლი აზაროვის "შახტარს", თითქოს ბრძოლაში არიან, მაგრამ "დორტმუნდი" რომც დაამარცხონ, ათი ქულით მომდევნო ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

პსჟ-სა და ხვიჩა კვარაცხელიას პლეი-ოფში ველით!..

ბოლო ტური - 29 იანვარს ყველა შეხვედრა ერთდროულად ჩატარდება.

altჩემპიონთა ლიგა. VII ტური: კვარაცხელია ტრიბუნაზე და პსჟ-ის "მანჩესტერ სიტისთან" შემოტრიალებული შესანიშნავი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 12 /
მთავარი ისაა,რომ კონტეს ანტიფეხბურთს გაშორდა,გაექცა დროულად და ლაღი შემტევი ფეხბურთის მოტრფიალე გუნდში გადავიდა,სადაც ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნება ითამაშოს თავისი ლამზი,ფინტებიანი ფეხბურთი,რასაც კონტე აშკარად უკრძალავდა.
მირო
00:32 24-01-2025
0
კარგია
asea
00:07 24-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული