"საფრანგეთის ჩემპიონატს საკმარისად არ აფასებენ" - ლუის ენრიკემ წილისყრაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დღეს ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე გაირკვა, რომ პსჟ მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფში "ბრესტს" დაუპირისპირდება, რომელსაც ხვალ ლიგა 1-ის მეოცე ტურში ესტუმრება. წილისყრის შესახებ პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ეს სხვადასხვა ტურნირებია. 1/8-ფინალში ფრანგული გუნდი იქნება, რაც პოზიტიურია. ჩვენ საფრანგეთის პირველობის ლიდერები ვართ და პლეი-ოფის ორ მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ. ეს განსხვავებული დაპირისპირებები იქნება. ჩვენს ჩემპიონატს საკმარისად არ აფასებენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე ასპარეზობას 4 ფრანგული გუნდი აგრძელებს.

"ბრესტი" მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თავს ორგანიზებულად იცავენ და შეტევაშიც კარგად
მოქმედებენ. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის. ჩვენი ამოცანა მომავალ შეხვედრებში გამარჯვებების მოპოვებაა".

"პარი სენ ჟერმენი" ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანს და მას უკვე ყველა ტურნირზე შეეძლება მონაწილეობის მიღება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული