„რეალმა“ ფანტასტიკურ დაპირისპირებაში სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ 3:2 მოუგო. ინგლისურმა გუნდმა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 4 მარცხი განიცადა. „იუვენტუსმა“ სახლში 2:1 დაამარცხა პსვ, „დორტმუნდმა“ კი გასვლაზე „სპორტინგს“ 3:0 სძლია და მერვედფინალის საგზური თითქმის გაინაღდა.
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ჰოლანი (19), 1:1 მბაპე (60), 2:1 ჰოლანი (80, პენ), 2:2 ბრაიმ დიასი (86), 2:3 ბელინგემი (90+2)
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - პსვ 2:1
გოლები: 1:0 მაკენი (34), 1:1 პერიშიჩი (56), 2:1 მბანგულა (82)
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გირასი (60), 0:2 გროსი (68), 0:3 ადეიმი (82)
საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]