
გასვლაზე 3:1 მოგების შემდეგ, „ასტონ ვილა“ სახლში თავიდან დაცვაში ჩადგა, მომენტს დაელოდა და პირველივე კონტრიერიშისას მოწინააღმდეგე კაცნაკლული დატოვა - რეშფორდზე უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა საბე გააძევა. შედეგად, ინგლისურმა გუნდმა გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური 1983 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
გათამაშების შემდეგ ეტაპზე უნაი ემერის გუნდის მეტოქე პსჟ-ა - შეხვედრები 8-9 და 15-16 აპრილს ჩატარდება.
ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - ბრიუგე 3:0
გოლები: 1:0
გაძევება: საბე (16, ბრიუგე)