კრიშტიანო რონალდო სასამართლოს წინაშე წარდგა - უდანაშაულო ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა.

პორტუგალიელი ჩვენებას თითქმის საათნახევარი იძლეოდა. სხდომის დასრულების შემდეგ კრიშტიანომ უარი თქვა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გააკეთა.

ფეხბურთელმა მოკლედ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. გარდა ამისა, დაამატა, რომ სასამართლოზე მხოლოდ თავისი რეპუტაციის გამო მივიდა.

"მე რომ კრიშტიანო რონალდო არ მერქვას, აქ საერთოდ არ ვიქნებოდი", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" ვარსკვლავს ბრალად 2011-14 წლების პერიოდში 14,7 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დამალვა ედება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული