"ბარსელონა" ადასტურებს: ნეიმარს წასვლა უნდა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" დღეს დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარ ჟუნიორმა კლუბის დატოვების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა.

ნეიმარი კლუბის ბაზაზე დღეს ვარჯიშისთვის დათქმულ დროზე გამოცხადდა. ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ის ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელმა ბაზა დაახლოებით 10 წუთში დატოვა.

მალევე "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ბაზაზე მისულმა ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა, რის შემდეგაც ერნესტო ვალვერდემ ფეხბურთელს ვარჯიშის გაცდენის უფლება მისცა.

საწვრთნელი ბაზიდან ნეიმარი "ბარსელონას" ოფისში მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიზაინს კი ნუ ცვლით კომენტარი გაკეთდეს უფრო სწრაფად იმაზე იმუშავეთ
irakli
16:23 02-08-2017
1
ვა ახალი დიზაინი? გილოცავთ
irakli
16:22 02-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული