დღეს "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი დააფიქსირა. ახლა ისღაა დარჩენილი, "პარი სენ-ჟერმენმა", ან თავად ნეიმარმა, გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. ამ თანხის პირველი მიმღები კი არა "ბარსელონა", არამედ ლა ლიგაა, რომელიც, როგორც ირკვევა, ფულის მიღებაზე უარს აცხადებს.
გთავაზობთ ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებას:
"საჩივარი მზადაა და მას როგორც UEFA-ში, ასევე შვეიცარიის სასამართლოში შევიტანთ. ეს ორგანიზაციები ძალაუფლებას ფლობენ.
ჩვენ ვაკრიტიკებთ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც კლუბებს
რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს", ეს "ფინანსური დოპინგის" ნათელი მაგალითია. ეს კლუბი სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს. თუ UEFA-ს ამაზე რეაგირება არ ექნება, ჩვენ დაუყოვნებლივ სასამართლოს მივმართავთ. იმედი მაქვს, UEFA ფინანსური ფეარ ფლეის დასაცავად საჭირო ზომებს მიიღებს.
მიიღებს თუ არა ლა ლიგა პსჟ-სგან ფულს? არა. ჩვენ არ მივიღებთ ფულს იმ კლუბისგან, რომელიც ჩვენ ლიგაში არ შედის და რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წესების დაცვა არ სურს."
გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" აპირებს ნეიმარის გამოსასყიდი თანხა არა საკთარი ბიუჯეტიდან, არამედ ყატარის ფონდიდან გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში, პარიზული კლუბი ფინანსური ფეარ ფლეის წესებით შეზღუდული აღარ იქნება.